"ნუ ხართ სხვის საქმეში ვითომ ჩახედულები. არ ხართ, და ვერც ვერასდროს იქნებით! ძალიან მარტივია, დაახვიოთ ჩემი სოციალური ქსელებიდან რამე თუ არ მოგწონთ. ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა. ნუ მთხოვთ, ვარეკლამო ან ვაშეარო ის, რაც არ მინდა. ნუ მთხოვთ იმაზე საუბარს, რაზეც არ მინდა. ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა. მაინც ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა! ნურავინ გაბედავს რამე მიმითითოს ან რჩევა მომცეს, არ მაინტერესებს. პატივი ეცით განსხვავებულ აზრს!" - წერს რუსკა მაყაშვილი და მის გარშემო არსებულ კრიტიკას ეხმიანება.

რუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ რუსკამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტელეწამყვანმა დაწერა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერდა რუსკა მაყაშვილი