2024 წლის დეკემბერში ნუცა ბუზალაძემ გამომწერებს ინფორმაცია გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღო მოსაწვევი „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად. „დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი… „გრემი“ - მოვდივარ“, - წერდა ნუცა და მოსაწვევს აქვეყნებს.
67-ე „გრემის“ ნუცა ბუზალაძე სპეციალური მოსაწვევის საშუალებით დაესწრო, რომელიც მეილზე მიიღო. 2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ში. ღონისძიებას ტრევორ ნოა უძღვებოდა.
ბიონსე 11 ნომინაციით ლიდერობდა, ხოლო ტეილორ სვიფტი 6 ნომინაციით იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბიონსემ წელს პირველად მოიპოვა გრემი წლის ალბომის კატეგორიაში.
მსოფლიო ვარსკვლავების პარალელურად, ცერემონიიდან ფოტოები ნუცა ბუზალაძემაც გამოაქვეყნა. მომღერალმა Faith Connexion-ის ოქროსფერი კაბა მოირგო. მოკლე კაბა დატვირთულია ვერცხლისფერი დეტალებითა და გამოირჩევა V ფორმის დეკოლტით. კაბის ღირებულებაა $400.
ოქროსფერ კაბასთან ერთად ნუცამ Van Cleef & Arpels-ის ძალიან ცნობილი ყელსაბამი მოირგო. შავი ონიქსის ქვით გაფორმებული 18K ყვითელი ოქროს ყელსაბამი ნუცას "ლუქის" მთავარი შტრიხი იყო. ყელსაბამის ღირებულებაა $8 900.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ნუცას მშობლები ერთმანეთს ნუცას დაბადებიდან მალევე დაშორდნენ და ნუცა ძირითადად დედამ გაზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცას დედა ნინო კანკავა ამბობს:
„შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო“.
„დედაჩემის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის... ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ძალიან ეამაყა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ხდება... არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ, თქვენი შვილი გვიყვარსო. ყველგან, სადაც შედის, ეფერებიან და ამაზე ნამდვილად ოცნებობდა. მიხარია, რომ ეს შევძელი...გაგრძელება