"გამოცდილებით მივხვდი, სიმსივნემ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება" - ბიანკა ბალტი - Marao

"გამოცდილებით მივხვდი, სიმსივნემ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება" - ბიანკა ბალტი, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ძლიერი, მამაცი და ლამაზი ქალი

2025-02-05 14:32:09+04:00

"2024 წლის 8 სექტემბერს სიმსივნე, კონკრეტულად საკვერცხის, ჩემს ცხოვრებაში სასიკვდილო განაჩენის მსგავსად შემოვიდა. 14 ოქტომბერს დავიწყე ჩემი ქიმიოთერაპიული მოგზაურობა, რომელიც ახლახან დასრულდა - გასულ ორშაბათს, 27 იანვარს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე თავს ისე ცოცხლად ვგრძნობდი, როგორც არასდროს.

რთული იყო და ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სხვაგვარად არ მექნებოდა ძალა. ამბობენ: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მივხვდი, სიმსივნემ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება" - წერს მოდელი ბიანკა ბალტი. 

bianca

bianca

bianca

bianca

  • ალექს კონსანი ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც წლის მოდელის ჯილდოზეა ნომინირებული 
  • "ვინ აღნიშნავს 40 წლის იუბილეს საცვლებში? მე!" - იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის გრანდიოზული წვეულება და 20-წლიანი კარიერა 
  • "ქალი,რომელიც მონიკა ბელუჩიმაც ვერ დაჩრდილა": წარმატებული კარიერა, სიმსივნის დიაგნოზი და პირადი ცხოვრება - ბიანკა ბალტი 

"რო­დე­საც სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, რა­ტომ­ღაც ვი­ცო­დი, რომ ამას გა­ვუმკლავ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ვე­ღარ შევ­ძლებ­დი ოჯახ­ზე ზრუნ­ვას. ჩემი პრო­ფე­სია ყო­ველ­თვის იყო მიბ­მუ­ლი ჩემს გა­რეგ­ნო­ბას­თან. მუ­ცელ­ზე ნა­წი­ბუ­რი მაქვს, თმა აღარ მაქვს, მე აღარ ვჯდე­ბი მო­დე­ლის სტან­დარ­ტებ­ში. სა­წოლ­ში იძუ­ლე­ბი­თი წო­ლი­სას ვფიქ­რობ ჩემს თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე", - წერს 40 წლის ბალ­ტი.

ბიანკა ბალტის დიაგნოზი

2022 წლის ბო­ლოს ბალ­ტიმ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ BRCA1 გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის დას­მის შან­სი 50%-ია, ხოლო საკ­ვერ­ცხის 30%.

"გა­სულ კვი­რას გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე და გა­ვი­გე, რომ მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლი საკ­ვერ­ცხის კი­ბო­თი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს იყო ში­შით, ტკი­ვი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე კვი­რა, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით, იმე­დით და ძა­ლით სავ­სე ვარ.წინ გრძე­ლი გზა მე­ლის, მაგ­რამ ვიცი, რომ ამას და­ვა­მარ­ცხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­ბომ ის მას­წავ­ლა, რომ თი­თო­ე­ულ დაბ­რკო­ლე­ბა­ში სი­ლა­მა­ზე უნდა და­ვი­ნა­ხო", - წერდა ბი­ან­კა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და აღ­ნიშ­ნავდა, რომ ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.

კარიერა

სამოდელო კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა მაღაზიაში მომუშავე გოგონა მოდის აგენტმა შეამჩნია.

ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 2005 წელს მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.

2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებიდან, იგი მუშაობდა ისეთი დიზაინერებისა და მოდის სახლებისთვის, როგორებიც არიან: შიატზი ჩენი, კარლ ლაგერფელდი, ჯანფრანკო ფერე, მარკ ჯეიკობსი, ალექსანდრე მაკქუინი, ჟივანში, ზაკ პოზენი, ერმესი, ჯონ გალიანო, გუჩი, ფენდი, ვალენტინო, პრადა, შანელი, კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ოსკარ დე ლა რენტა, ნარცისო როდრიგესი, რალფ ლორენი, კაროლინა ჰერერა და Victoria's Secret.

2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო.  საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში.  წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი.  მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა. შემდგომში  განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა 2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო.