4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის - Marao

4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

2025-02-05 14:31:30+04:00

სასიყვარულო რომანების კითხვა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, თუმცა თებერვალში კიდევ უფრო რომანტიკულ განწყობას გვიქმნის: ზოგიერთი ჩვენგანი მათ საჩუქრად იღებს, ზოგიც გასცემს; გვახსენდება, რომ კონკრეტული რომანის წაკითხვა გვსურდა და გადაგვავიწყდა და სხვა.

გთავაზობთ რომანტიკული შინაარსის წიგნებს, რომლებიც „სიყვარულის თვეს“ კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს:

  • ერიკ-ემანუელ შმიტი - ოსტენდელი მეოცნებე

კრებულის -  „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს, ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

  • ჯეინ ოსტინი - ამპარტავნობა და ამოჩემება

ჯეინ ოსტინი XVIII-XIX საუკუნეების ინგლისელი მწერალი, რომანისტი და ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც 6 ძირითადი რომანით არის ცნობილი. ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინაrმორბედად. 

მისი რომანი „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ერთ-ერთ საუკეთესო სასიყვარულო რომანად რჩება, რომლის ეკრანიზაციასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

  • კაზუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა

რო­გო­რია შენი ცხოვ­რე­ბა, როცა იცი, რომ ადა­მი­ა­ნი კი არა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამომხმარებლო რე­სურ­სი ხარ? - ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც ია­პო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრიტანელი მწერ­ლის კაზუო იშიგუროს რომანში - „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული. 

ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ეს მისი რი­გით მე­ექ­ვსე ნოველაა, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს 1990-იანი წლე­ბის ინ­გლი­სის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბა­ზე, რომელშიც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მა­სობ­რი­ვად ქმნი­ან კლო­ნებს და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გა­ლუ­რია.

2010 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მარკ რო­მა­ნე­კის ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რომელ­შიც მთა­ვარ როლებს კირა ნა­ით­ლი, კერი მა­ლი­გა­ნი და ენ­დრიუ გარფილ­დი ას­რუ­ლე­ბენ. „არა­სო­დეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემოციური დრა­მაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ.

  • ნიკოლას სპარქსი - არჩევანი

ნი­კო­ლას სპარ­ქსი ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტია. მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს 17 რო­მა­ნი, საიდა­ნაც რვა კი­ნო­სუ­რა­თის ინ­სპი­რა­ცია გახ­და. მათ შო­რის არის: „გზავ­ნი­ლი ბოთ­ლში“, „იჩქარე შე­იყ­ვა­რო“, „უბის წიგ­ნა­კი“, „ღა­მე­ე­ბი რო­დანთში“, „ძვირ­ფა­სო ჯონ“, „უკა­ნას­კნე­ლი სიმღერა“, „იღ­ბლი­ა­ნი“ და „შვი­დი ნავ­სად­გუ­რი“. აქე­დან რამ­დე­ნი­მე მკითხველმა და მაყურებელ­მა განსაკუთრე­ბით შე­იყ­ვა­რა და თა­ო­ბე­ბის რჩე­უ­ლიც გახ­და.

„არჩევანი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, თრევისის შესახებ, რომელიც თავის ცხოვრებას გართობას, სპორტსა და თევზაობას უთმობს. თრევის პარკერს სიყვარულის არც სჯერა და არც ეძებს მას, თუმცა გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი იცვლება. თრევისის ბედისწერა იმისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდება, ვიდრე თავად მას წარმოედგინა. 

ამ და სხვა სასიყვარულო რომანების სანახავად მიჰყევით ბმულს. 

R