10 თურქი ქალი, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს - Marao

10 თურქი ქალი, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს

2025-02-07 16:52:36+04:00

ბევრს სმენია მელოდრამების "დიდებული საუკუნე", "დააკაკუნე ჩემს კარზე" ან "შავ-თეთრი სიყვარულის" შესახებ. მაშინაც კი, თუ თქვენ მხოლოდ რამდენიმე კადრი გინახავთ სერიალიდან, აუცილებლად ამოიცნობთ ულამაზეს თურქ მსახიობებს. მათ დღეს მსოფლიო იცნობს და ბევრს საუბრობენ არამხოლოდ მათ ნიჭირებაზე, არამედ - დაუვიწყარ გარეგნობაზეც. 

  • ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის "დადგმული" რომანი 
  • ტოპ 10 ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობი 
  • TOP 5 ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობი ქალი 

სიმაი ბარლასი

simay

ბარლასი არის სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კინოსა და ტელევიზიის სპეციალობით. [ 4 ] მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა 2014 წელს სერიალ Paramparça- ში შესრულებული როლით .

ნესლიჰან ათაგული

neslihan

ნესლიჰან ათაგიული დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს სტამბოლში იაშარ შენერ ათაგულის ოჯახში.  განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ამსგავსებენ აზიელ ქალს, სინამდვილეში კი ის ჩერქეზული წარმომავლობისა, ნესლიჰანის მამა ჩერქეზია, დედა კი ბელარუსელი.

სერენაი სარიქაია

serenai

 2010 წლის 1 აპრილს გახდა მის თურქეთი. 15 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ჟიურის სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ჰანდე ერჩელი

hande

9 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. სერიალმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილები“-მ მსახიობს წარმატება მოუტანა. 

მელისა სოზენი

melisa

სოზენმა დაამთავრა პერას სახვითი ხელოვნების უმაღლესი სკოლის თეატრალური განყოფილება. მონაწილეობა მიიღო თეატრალურ სპექტაკლებში, ფილმებსა და სერიალებში. 

ელჩინ სანგუ

elcin

 თეატრალური სკოლის დასრულების შემდეგ ის გადაიღეს სერიალებში: „ერთი სიყვარულის ისტორია“, „ქურთ სეითი და ალექსანდრა“. 2015 წელს ელჩინმა მიიღო მთავარი როლი, სერიალში „დაქირავებული სიყვარული“.

დემეთ ოზდემირი

demet

7 წლის ასაკში დედასთან და თავის და-ძმებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სტამბოლში. 2018-2019 წლებში იგი თამაშობდა სანემის როლს კომედიურ-რომანტიკულ სერიალში „ნაადრევი ფრინველი“. 2019 წელს მან მიიღო საუკეთესო ქალი მსახიობის პრემია

ფაჰრიე ევჯენი

evcen

იგი დაიბადა გერმანიაში, სოლენგენში, დედის მხრიდან ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთის ემიგრანტები არიან საბერძნეთიდან. ახალგაზრდა ასაკში, როდესაც თურქეთში შვებულებაში იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო ოია აიდოღანის პროგრამაში, რომელმაც ფაჰრიე პროდიუსერ იბრაჰიმ მერთოღლუს გააცნო.

ბერენ საათი

beren

სტუდენტობისას ბერენი მონაწილეობდა დამწყები მსახიობების კონკურსში. ერთ-ერთ ასეთ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო სადებიუტო როლი თურქულ ტელევიზიაში. ამას მოჰყვა მთავარი როლები სხვადასხვა ტელესერიალებში. ნამდვილი წარმატება ბერენს მოუტანა სერიალ „აკრძალულ სიყვარულში“ შესრულებულმა ბიჰთერის როლმა.

თუბა ბუიქუსთუნი

tuba

თუბას დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 2003 წელს „სულთან მაქამი-ს“ ბოლო ოთხ ეპიზოდში მონაწილეობით. მისმა სილამაზემ და დამაჯერებელმა თამაშმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება მიიქცია.