საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე - Marao

საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე

2025-02-09 17:51:35+04:00

პირველი ოფიციალური სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა. 350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა სუკარე გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.

  • ინდუსტრიის ყველაზე ლამაზი მოდელი - როგორ იქცა Victoria's Secret-ის მოდელი მთელი მსოფლიოს მისაბაძ მაგალითად 
  • ყველაზე "ხანდაზმული" გამარჯვებული - "მის საფრანგეთი" 2025 34 წლის ქალი გახდა 
  • არგენტინაში ყველაზე ლამაზ ქალად 60 წლის ადვოკატი დასახელდა

„მის საქართველო“ არის ეროვნული სილამაზის კონკურსი, რომელიც იმართება საქართველოში და რომლის გამარჯვებულიც წარადგენს ქვეყანას საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიცაა „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“, "მის ევროპა", "მის დედამიწა"...

პირველი ოფიციალური „მის საქართველო“ 1990 წელს ჩატარდა, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. მას შემდეგ კონკურსი თითქმის ყოველწლიურად იმართება, თუმცა გარკვეულ წლებში სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყვეტილა ან ფორმატი შეცვლილა. საქართველოში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს, 1912 წელს, ტიფლისში გაიმართა კონკურსი "მის კავკასია", რომლის გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ტუგრა ხანიმი.

საქართველოს წარმომადგენლებმა არაერთხელ მიიქციეს ყურადღება საერთაშორისო არენაზე. მაგალითად, ირინა ონაშვილი "მის მსოფლიოზე" Top 20 გოგონას შორის მოხვდა და "მის ტალანტის" ტიტული მიიღო, ნუკა ყარალაშვილმა კი Top 30 გოგოს შორის მოხვედრა შეძლო. 

რაც შეეხება "მის დედამიწის" კონკურს, ნანა მამასახლისმა და ნანა დიაკონიძემ ტოპ 8 და ტოპ 16 ფინალისტში მოხვედრა შეძლეს. საქართველოს წარმომადგენლები TQI-ზეც ჰყავდა, სადაც ნინო აბაშიძე  Top 6 გოგოში მოხვდა, სხვა ქართველებმა კი არაერთ ნომინაციაში გამარჯვება შეძლეს, მაგალითად: 

  • ქრისტინე ძიძიგური - "Miss Tourism International" - Miss Personality – მის პერსონა;
  • ნათია ქაჭარავა - Miss Photogenically;
  • სალი ხომერიკი - Miss Talent;
  • ანა სიხარულიძე - Miss fitness. 

კონკურსი საქართველოში არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ინტელექტს, სოციალური პასუხისმგებლობას და კულტურულ ღირებულებებსაც უსვამდა ხაზს. დღეს "მის საქართველოს" კონკურსი აღარ იმართება, თუმცა თვალი გადავავლოთ, ვინ იყვნენ ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელები 

"მის საქართველო" 1999 - ეკა თორდია

"მის საქართველო" 2000 - ანა აშვეთია

ანა

"მის საქართველო" 2001 - სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩატარებულა 

"მის საქართველო" 2002 - ნატალია მარიკოდა 

"მის საქართველო" 2003 - ირინა ონაშვილი

irina

"მის საქართველო" 2004 - სალომე ჩიკვილაძე

salome

"მის საქართველო" 2005 - სალომე ხელაშვილი

salome

"მის საქართველო" 2006 - ნინო კალანდაძე

nino

"მის საქართველო" 2007 - ნინო ლიკუჩოვა

nino

"მის საქართველო" 2008 - ხათუნა სხირტლაძე

khatuna

"მის საქართველო" 2009 - ცირა სუქნიძე

cia

"მის საქართველო" 2010 - დეა არაყიშვილი

dea

"მის საქართველო" 2011 - ჯანეტ ქერდიყოშვილი

janet

"მის საქართველო" 2012 - თამთა შედანია

tamta

"მის საქართველო" 2013/14 - ანა ზუბაშვილი

ana

"მის საქართველო" 2015 - ნუკა ყარალაშვილი

nuka

"მის საქართველო" 2016 - ვიქტორია კოჩეროვა

victoria

"მის საქართველო" 2017 - ნია წივწივაძე

nia

"მის საქართველო" 2018 - ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი

  • სილამაზის კონკურსის ისტორია

სილამაზის კონკურსები იმართებოდა, ძველ ათენში, განსაკუთრებით პოპულარული იყო ასპარეზობა კუნძულ ლესბოსზე.ძველ ბაბილონში სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ ქალებზე წესდებოდა აუქციონი, დაიძახებდნენ ქალის სახელს, ხოლო მამაკაცები ყვიროდნენ ფასს, შესაძლებელი იყო ოჯახიდან გოგონას გამოსყიდვა და შემდეგ მისი ცოლად მოყვანა. 

სილამაზის კონკურსი იმართებოდა, ძველ ჩინეთში, ინდიელთა ინკებშიც, სამწუხაროდ გამარჯვებულ ლამაზმანს ღმერთებს სწირავდნენ დიდი ზარ-ზეიმით. 

მკაცრი ისლამური კანონების მიუხედავად სილამაზის კონკურსი იმართებოდა ოსმალეთის იმპერიაშიც, ჰარამხანაში ირჩევდნენ ყველაზე ლამაზ ოდალიკს.