"ანნა, ლილი და ბედნიერი ოჯახი" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზამთრის არდადეგები - Marao

"ანნა, ლილი და ბედნიერი ოჯახი" - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზამთრის არდადეგები

2025-02-10 12:09:45+04:00

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქედიყოშვილს ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცოტა ხნის წინ, წყვილს მეორე შვილი შეეძინა. ამჯერად ნოეს შვილების ფოტოს აქვეყნებს:

noe

  • "ბედნიერება" - ნოე სულაბერიძე შვილების ფოტოს აქვეყნებს 
  • "გილოცავ, ჩემო საოცნებო გოგო" - როგორ აღნიშნავს ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილის იუბილეს 
  • "ბედნიერება" - ნოე სულაბერიძე შვილების ფოტოს აქვეყნებს 

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახი 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.

რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილს, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ ჯანეტმა აქტიური სამოდელო კარიერა აღარ გააგრძელა. 2016 წელს ის სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და და მა­რა­გო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ჯანეტი დი­ზა­ი­ნე­რო­ბას აპი­რებდა. 

"მო­დე­ლო­ბა არას­დროს მინ­დო­და, ყო­ველ­თვის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მიყ­ვარ­და ლუ­ქე­ბის აწყო­ბა, მაგ­რამ აქამ­დე არ მო­მე­ცა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღე­ში 12 სა­ა­თი ვი­ყა­ვით, დამ­ღლე­ლი იყო ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია", - ამბობდა მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი. 

"მინ­და პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ევ­რო­პა­ში მქონ­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით ლონ­დონ­ში და­ვამ­თავ­რებ მა­გის­ტრა­ტუ­რას, მე ვიცი რო­გორ შევ­ქმნა პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ არ ვიცი რო­გორ გავ­ყი­დო ის, ამი­ტომ მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით ვის­წავ­ლი. შემ­დეგ სტაფს შევ­კრავ და მო­ვა­წყობ ჩვე­ნე­ბას", - ასეთი იყო "მის საქართველოს" გეგმები, თუმცა ამბობდა, რომ ამ ყველაფრისთვის დიდი ფინანსები იყო საჭირო და გათხოვების შემდეგ ყველაფერს ქმრის "მხრებზე დადებდა". 

ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე დაინიშნნენ. 2020 წელს კი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.