ქართველი სპორტსმენების ყველაზე პოპულარული ცოლები - Marao

ქართველი სპორტსმენების ყველაზე პოპულარული ცოლები

2025-02-13 14:59:56+04:00

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას. ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან მათი ქო­ნე­ბით, ოჯა­ხე­ბით, შვი­ლე­ბით და ცხა­დია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­თა და ცო­ლე­ბით.

ლინდა ინაშვილი

linda

ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი და მისი რჩეული ლინდა ინაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული წყვილია. დავითი წარმატებული სპორტსმენია, ლინდა კი  look models-ის მოდელია. 

ნიცა თავაძე

nica

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში შვილთან, დამიანესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, კვარაცხელია სულ ახლახან გახდა PSG-ის ფეხბურთელი და ამ გუნდში მისი დებიუტი უკვე შედგა. პირველ თამაშს კვარას ყველაზე დიდი გულშემატკივრები, დამიანე და ნიცაც ესწრებოდნენ. 

მარიამ გველესიანი

mariam

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი მა­რი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნი 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი პა­პა­ვა­ზე და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს სა­ცხოვ­რებ­ლად უზ­ბე­კე­თის დე­და­ქა­ლაქ ტაშ­კენ­ტში გა­და­ვი­და, სა­დაც მისი მე­უღ­ლე აგ­რძე­ლებს სპორ­ტულ კა­რი­ე­რას.

თიკა ალავიძე

tika

NBA-ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია წლებია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თიკა ალა­ვი­ძეა. წყვილს 4 შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ნინი კვერნაძე

budu

 ბუდუსთან ერთად, მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა მისი ოჯახიც. სოციალურ ქსელში ბუდუს მშობლების არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გადაცემებში იწვდენდნენ მის მეუღლეს, უმშვენიერეს ნინი კვერნაძესაც, რომელიც ამბობდა, რომ თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა მეუღლის წარმატების გამო მზადაა, ეს კომფორტი დათმოს. 

ანა შელია

shelia

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

გვანცა ნიშნიანიძე

gvanca

წლე­ბის წინ ყა­ზა­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გვან­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი ქმრის შე­სა­ხებ იხ­სე­ნებ­და, რომ მათი ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ.

"მე და ვაკო ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვმე­გობ­რობ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 17 წლის ასაკ­ში მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და, შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და და დავ­ქორ­წინ­დით. ვა­კოც და მეც - ორი­ვე 19 წლის ვი­ყა­ვით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი დიდ­ხანს ვერ "გავ­ქა­ჩეთ". ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბის გამო ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. იმე­დია, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებ."

ელენე ეპიტაშვილი

elene

  • ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი 
  • 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, დიპლომატი მეუღლე და წარმატებული კარიერა - ულამაზესი ქართველი მოდელის, თაკო ჩხეიძის პორტრეტი 
  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე 

ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.

ჯორჯინა უზკატეგუი

tofuria

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის წყვილს საქართველოშიც და მის მიღმაც უკვე ბევრი იცნობს. UFC-ის ქართველი ჩემპიონის კარიერული წარმატებების გარდა, დიდ ინტერესსა და სიყვარულს მისი ოჯახიც იმსახურებს. ილიას პირველ მეუღლესთან ერთი შვილი, ჰუგო თოფურია ჰყავს. მას და ჯორჯინას კი ოთხი თვის წინ პატარა გოგონა შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი ჰქვია.