ფოტოგრაფმა შონ მაკოლმა მსოფლიოს ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლის 21 წლის წინ გადაღებული და დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები წარუდგინა!
იხილეთ ფოტოგალერეა
16 წლის ჯერ კიდევ უცნობი ჯოლი შავ-თეთრ ფოტოსესიაშია გადაღებული და ის კამერის წინ ნამდვილი მოდელივით პოზირებს.
საინტერესოა, რომ ენჯი ბავშვობაში კინოში გადაღებაზე არ ფიქრობდა და მოდელობაზე ოცნებობდა. კარგია, რომ გადაიფიქრა, რადგან როდესაც ვუყურებთ ამ 21 წლის წინანდელ კადრებს, წარმოდგენაც კი გვიჭირს, რომ ეს მშვენიერი არსება პოდიუმს დაიპყრობდა და ჩვენ ვერასოდეს ვიხილავდით ჯია კარანჯის, ოლიმპიადასა და მისის სმიტს!