კრისტინა აგილერას, როგორც დამოუკიდებელი და გაბედული ქალის ამბავი: მოძალადე მამა, რთული გზა და წარმატების შთამაგონებელი ისტორია - Marao

კრისტინა აგილერას, როგორც დამოუკიდებელი და გაბედული ქალის ამბავი: მოძალადე მამა, რთული გზა და წარმატების შთამაგონებელი ისტორია

2025-02-17 16:04:29+04:00

კრისტინა აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, სტეიტენ-აილენდი, ნიუ-იორკი. მისი მამა — ფაუსტო აგილერა - ეკვადორელია, დედა — შელი, ირლანდიელი — მუსიკოსი, მევიოლინე. გოგონას ბავშვობა ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავდა. მამამისი სამხედრო პირი იყო და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი მეუღლესა და შვილებს ხშირად სცემდა კიდეც.

ბავშვობა

„ბავშვობის გახსენება არც მინდა. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. დედაჩემს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ შევესწარი მომენტს, როდესაც მამა დედას ახრჩობდა. რომ არ მეკივლა, ალბათ მოკლავდა. მერე მამა მე მომიბრუნდა და კიბეებზე დამაგორა“,-იხსენებს მომღერალი.

christina

კრისტინას დედის, შელი კენსის თქმით, მათ ოჯახში ძალადობას ყოველდღე ჰქონდა ადგილი, ის კი ამით ისე დაშინებული იყო, რომ ძილის წინ ბალიშის ქვეშ ყოველთვის დებდა ცრემლსადენ გაზის პატარა ბალონს.

კრისტინა მამამ პირველად 4 წლის ასაკში სცემა - დედას მოუყვა, რომ თამაშობდა, მამა კი ამ დროს დაძინებას ცდილობდა. გოგონას ხმაურიანი თამაშით შეწუხებულ ფაუსტოს იგი გამეტებით უცემია. მაშინ მიხვდა, რომ მეუღლესთან ცხოვრება შვილს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1987 წელს ქმარს გაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. 

კარიერის დასაწყისი

christina

მუსიკალური ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა - სახლთან ახლოს, პატარა სცენაზე მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისათვის. პირველად სიმღერა სკოლაში, კონცერტზე შეასრულა. მეორე დღეს სკოლაში გაკრული პოსტერი დახვდა, რომელზეც ეწერა: „კრისტინა, შენ ხარ ძროხა და გინდა, რომ შენი სიმღერით დაიმკვიდრო სახელი. ეს კი არ გამოგივა“. საბოლოოდ კრისტინა იძულებული გახდა, სკოლაში სიარულზე უარი ეთქვა და სახლში განეგრძო სწავლა.

16 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში „მიკი მაუსის კლუბი“, რომელიც ახალგაზრდა მომღერლებისთვის ტრამპლინს წარმოადგენდა.

შოუში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა — კრისტინამ, ბრიტნი სპირსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა. გოგონებს შორის სერიოზული კონკურენცია გაიმართა. სამაგიეროდ, ჯასტინმა და კრისტინამ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ამ შოუმ კრისტინას სადებიუტო ალბომის კონტრაქტი და სერიოზული პერსპექტივები მოუტანა. მისი პირველი ალბომი Christina Aguilera ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა — 4 თვეში პლატინის სტატუსი მიიღო, თავად მომღერალს კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ჯილდო წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის გადაეცა. 

  • ძლიერი, თავისუფალი და შთამბეჭდავი ქალის ამბავი: როგორ იქცა ორნელა ვანონი იტალიელებისთვის კერპად 
  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე 
  • 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, დიპლომატი მეუღლე და წარმატებული კარიერა - ულამაზესი ქართველი მოდელის, თაკო ჩხეიძის პორტრეტი 

christina

პირადი ცხოვრება

თავის დროზე კრისტინას არაერთ ცნობილ მამაკაცთან ჰქონია რომანი:ჯასტინ ტიმბერლეიკი, როკმუსიკოსი დეივ გროლი, მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი... რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ კრისტინამ, როგორც იქნა, იპოვა ნამდვილი სიყვარული. მისი რჩეული მუსიკალური პროდიუსერი ჯორდან ბრეტმენია.

„ჯორდანის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მანამდე ვთვლიდი, რომ სიყვარული გართობა იყო და მას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ჯორდანის გამოჩენამდე არასოდეს გამჩენია სურვილი, ვინმეს ცოლი ვყოფილიყავი. ჩვენი ქორწილი ყველაზე ლამაზი იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. იმ დღეს მართლაც ბედნიერი ვიყავი“, - ამბობდა მომღერალი.