ორი ლეგენდა და ამბავი ისტორიული ფოტოს მიღმა: - Marao

ორი ლეგენდა და ამბავი ისტორიული ფოტოს მიღმა: "ნა­ნის ხმას ყო­ველ­თვის სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ახ­მო­ვა­ნებ­და, სო­ფი­კოს ნამ­ღე­რი კი ნა­ნის ეკუთ­ვნო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში..."

2025-02-15 18:07:42+04:00

ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, ალბათ, სოციალურ ქსელებში უკვე არაერთხელ შეგხვედრიათ, თუმცა არ გეცოდინებათ საინტერესო ამბავი ამ ისტორიული კადრის მიღმა. 

ფოტოზე ნანი ბრეგვაძე ერთგულ მეგობართან, სოფიკო ჭიაურელთან ერთადაა გამოსახული. ამ ორ ლეგენდარულ ადამიანს ერთმანეთთან, პროფესიისა და საქმის გარდა, დიდი სიყვარული და ბავშვობის მეგობრობაც აკავშირებდათ. ნანი ბრეგვაძეს ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია: 

  • ნანი ბრეგვაძის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა მომღერალი წლების განმავლობაში 

"სოფიკო ყოველთვის მომწონდა, სკოლის პერიოდიდან მახსოვს ის. იცით, მაშინ ის ჯერ მსახიობი არ იყო, არავინ იცნობდა, მაგრამ თავისი თვისებებით უკვე გამორჩეული იყო, არავის ჰგავდა. ლიდერი იყო თავის თანატოლებში, ჯერ მოდიოდა სოფიკო და მერე მოდიოდა ყველა მისი კლასელი თუ მეგობარი. მახსოვს, რომ ვხვდებოდით სადმე გასართობ ადგილებში, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ სულ ვუყურებდი შორიდან და ძალიან მომწონდა, მინდოდა მასთან მეგობრობა და, მართლაც, ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით... სოფიკო არ იყო ლამაზი, მაგრამ ისეთი ცოცხალი იყო, რომ მის ფონზე ყველანი მკვდრებივით ვიყავით, ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე იყო.." - იხსენებდა ნანი ბრეგვაძე.

  • ამბავი ნანი ბრეგვაძეზე: "როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: "ახლა მე თქვენ გიმღერებთ..." 

ამბავი ნანი ბრეგვაძისა და სოფიკო ჭიაურელის შესახებ 

"1936 წელს რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაია იღებ­და ფილ­მს "ნა­რინ­ჯის ველი" - ეს არის ორი მთა­ვა­რი გმი­რის ნა­ნი­სა და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი ამ­ბა­ვი. ერთ-ერთ როლ­ზე რე­ჟი­სორ­მა ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბრეგ­ვა­ძე მი­იწ­ვია. გა­და­ღე­ბებ­ზე გი­ორ­გი მე­უღ­ლეს­თან, ოლგა მი­ქე­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­ე­მარ­თა. ფილმში გი­ორ­გის­თან ერ­თად, ორ შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ობს - ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე­სა და ნატო ვაჩ­ნა­ძეს იღებ­დნენ. სა­მი­ვე ქალ­ბა­ტო­ნი ფეხ­მძი­მედ გახ­ლდათ. ერთ დღეს ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაი­ამ თქვა: "ვინც გო­გო­ნას გა­ა­ჩენს, ნანი და­არ­ქვას და თუ ბიჭი და­ი­ბა­დე­ბა - გი­ორ­გი". პირ­ვე­ლი ოლგა მი­ქე­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი ბრეგ­ვა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და და მას ნანი და­არ­ქვეს. მე­ო­რე კი ნატო ვაჩ­ნა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაი­ას ვაჟი გაჩ­ნდა, მას გი­ორ­გი უწო­დეს. მე­სა­მე კი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძი­სა და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი - სო­ფი­კო და­ი­ბა­და.

sofiko_nani

ბედ­მა ეს ბავ­შვე­ბიც და­ა­კავ­ში­რა. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლაი­ას გაჰ­ყვა ცო­ლად, ნა­ნის­თან კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­გობ­რობ­და.

  • სახლი ფიქრის გორაზე და მისი ბრწყინვალე დიასახლისი - სოფიკო ჭიაურელის ცხოვრების უცნობი ამბები 

ფილმში ნა­ნის ხმას ყო­ველ­თვის სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ახ­მო­ვა­ნებ­და, სო­ფი­კოს ნამ­ღე­რი კი ნა­ნის ეკუთ­ვნო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. სო­ფი­კო ვერ მღე­რო­და, ნა­ნის კი ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტის რცხვე­ნო­და, ამი­ტომ ისი­ნი გა­და­ღე­ბებ­ზე ერთმანეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იყ­ვნენ".