როსი დე პალმა (Rossy de Palma) ესპანელი მსახიობი და მოდელია, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობითა და უნიკალური სტილით გახდა ცნობილი. იგი პედრო ალმოდოვარის მუზად ითვლება და არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი სახის განსხვავებული მოყვანილობისა და ასიმეტრიის გამო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრ დაბრკოლებას შეხვდა. იყო ბულინგისა და კრიტიკის ობიექტი, მის მიმართ ნეგატიურ კომენტარებსაც არ იშურებდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ყოფილიყო კინოსა და მოდის უნიკალური, გამორჩეული ფიგურა.
როსი დე პალმა, ნამდვილი სახელით როზა ელენა გარსია ეჩავარი (Rosa Elena García Echave), 1964 წელს ესპანეთის ქალაქ პალმაში დაიბადა. სახის ასიმეტრია ბავშვობიდანვე გამოხატულად ჰქონდა, ამიტომ თანატოლები ხშირად დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და აკრიტიკებდნენ განსაკუთრებით ცხვირის გამო. ამან გავლენა იქონია პატარა როსის ფსიქიკაზე - მან სკოლაში სიარული შეწყვიტა, არ თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად და არც ფოტოებს იღებდა.
ახალგაზრდობაში იგი მომღერალი იყო და ალტერნატიულ მუსიკალურ ჯგუფში Peor Impossible მღეროდა. სწორედ რესტორანში ერთ-ერთი კონცერტის დროს შეამჩნია ის რეჟისორმა და მისი გზა დიდ კინოსამყაროში გაიხსნა. თავდაპირველად მას ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ. შემდეგ კი ფილმში "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
მისი კარიერა მთლიანად შეიცვალა, როცა პედრო ალმოდოვარმა ის 1986 წელს აღმოაჩინა და ფილმში "კანონი სურვილის მიხედვით" (La ley del deseo) გადაიღო. ამის შემდეგ ის ალმოდოვარის საკულტო ფილმებში მონაწილეობდა, მათ შორის:
როსი დე პალმას გარეგნობა არაა სტანდარტული – მისი სახის ძლიერი, კუბისტური ფორმები მას მოდისა და კინოს უნიკალურ ფიგურად აქცევს. მის გარეგნობას ხშირად პაბლო პიკასოს ნამუშევრებს ადარებენ და თუკი ამის გამო ბავშვობაში მუდმივად დამალვა უწევდა, ახლა სწორედ ამიტომ, ის მაღალი მოდის სამყაროშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს – თანამშრომლობს ბრენდებთან Jean Paul Gaultier, Dior და Louis Vuitton.
როსი დე პალმა არა მხოლოდ კინოში, არამედ თეატრშიც საკმაოდ აქტიური იყო. მისი თეატრალური კარიერა გამორჩეულია, რადგან ყოველთვის ირჩევდა ავანგარდულ, ექსპრესიულ და ხასიათით დატვირთულ როლებს.
როსი დე პალმას გამორჩეული თეატრალური როლები
სპექტაკლი, რომელიც შექსპირის ყველაზე ძლიერი და დასამახსოვრებელი ქალი პერსონაჟების გარშემო ტრიალებს. დე პალმამ ამ პიესაში რამდენიმე როლი შეასრულა, მათ შორის ლედი მაკბეტი და დეზდემონა.
აქ ის კითხულობდა ლიტერატურულ ტექსტებს, თან ახლდა ცოცხალი მუსიკა, რაც მის თეატრალურ გამოსვლას უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
ფრანგულ-ესპანური პროექტი, რომელიც ვიზუალურ თეატრს, პოეზიას და მოძრაობას აერთიანებდა.
დე პალმამ მონაწილეობა მიიღო პარიზის საკულტო კაბარეში Folies Bergère-ში, სადაც მისი ექსცენტრიკული ხასიათი და სცენური ენერგია სრულად გამოვლინდა.
ეს იყო თეატრალური და მუსიკალური შერწყმა, სადაც როსი დე პალმა სცენაზე არა მხოლოდ თამაშობდა, არამედ მუსიკალურადაც გამოირჩეოდა.
როსი დე პალმა არა მხოლოდ კინოსა და თეატრის, არამედ მოდის სამყაროს გამორჩეული ფიგურაცაა. მისი უნიკალური, კუბისტური გარეგნობა, თამამი სტილი და არტისტული ხასიათი მას მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად აქცევს. Gucci, Louis Vuitton, Comme des Garçons, Alexander McQueen,Dior, Jean Paul Gaultier - ეს იმ ცნობილი ბრენდებისა და მოდის სახლების მცირე ჩამონათვალია, რომლებთანაც როსის თანამშრომლობა აკავშირებს.
როსი დე პალმა თავადაც ქმნის ხელოვნებას - ის დიზაინერებთან ერთად მუშაობს სამოსისა და აქსესუარების შექმნაზე, 2015 წელს გამოუშვა საკუთარი სათვალეების კოლექცია, ასევე, მონაწილეობს ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის პროექტებში.
როსი დე პალმა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა სასტიკია სამყარო და ადამიანების მიმართ და როგორ უნდა ვაქციოთ უსამართლობა ჩვენს მთავარ სიძლიერედ. როსიმ დაამტკიცა, რომ არ არსებობს სილამაზის სტანდარტები და თუ არსებობს, ის არაფერს ნიშნავს... რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და რომ ყველას აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის!