მსახიობის, ნანუკა სტამბოლიშვილის შესახებ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში საუბარი ამ დრომდე არ წყდება. ამჯერად ნანუკა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას, მისის პოპულარობა კი თანდათან უფრო იზრდება.
ნანუკას მეუღლე ლაშა მგელაძეა. ურთიერთობის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.
16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.
ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ... მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა...“ - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.
სერიალში გამოჩენის შემდეგ პრესაში აქტიურად განიხილავდნენ ნანუკას გვარს. ბევრი წერდა, რომ მან გვარი სპეციალურად გადაირქვა, თავად მსახიობი კი თავის წარმომავლობაში ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა:
„სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. ქართველი ვარ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა. ბევრი წერდა, რომ სტამბოლში ჩავედი და გადავირქვი. ბევრი რამ სმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია მაქვს-მეთი, რომ გითხრა, არა.
დედის მხრიდან თურქი ჩემი ბაბუს დედა იყო. ძალიან წინა თაობა. ბაბუაჩემის დედა იყო თურქეთიდან“, - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.
ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი ქალის როლს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი ასრულებს. "Emanet" ("სხვისი შვილი") ასე ჰქვია სერიალს, რომელიც წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ის ერთ-ერთ ქართულ არხზეც გადის.
სერიალში მთავარ გმირ ქალს ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ თამაშობდა, შეყვარებული მამაკაცის როლს კი, როგორც ხშირად უწოდებენ, "გაუცინარი კაცი" ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. წარმატებული სერიალი მაყურებელმა მალე შეიყვარა, თუმცა მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა. ის უბრალოდ ადგა და გადაღებებზე აღარ მივიდა და განაცხადა, რომ მესამე სეზონში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
სერიალი განსაკუთრებულად პოპულარულია თურქეთის საზღვრებს გარეთ. მთავარ გმირებს კი ჰალილსა და სილას საუკეთესო წყვილად აღიარებდნენ სოციალურ ქსელში. ისინი შეყვარებულებადაც გამოაცხადეს და წერდნენ, რომ დაქორწინებასაც კი აპირებდნენ. სილა თურქოღლუმ სერიალის გადამღები კომპანია Karamel Yapım-ი მობინგში დაადანაშაულა.
მსახიობმა განცხადება ადვოკატის საშუალებით გააკეთა. ქალს კონკრეტულად არ განუცხადებია თუ რა სახის ზეწოლას ახდენდნენ მასზე, რადგან ტერმინი მობინგი, მოიცავს თანამშრომლის დაშინებას, შანტაჟს, კრიტიკას, შეურაცხყოფას და დაცინვას.
სილას წასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მაყურებელმა არც ნანუკას მიმართ დაიშურა აგრესია. "სილა შეუცვლელია, მის გარეშე სრიალი წარმოუდგენელია" - წერდნენ ისინი, თუმცა ნანუკა მათ მალევე შეიყვარეს და ქართველი მსახიობი ახლა თურქებისთვისაც საყვარელი სახეა.