თურქი წინაპრები, ხმაურიანი დებიუტი კინოში და ბედნიერი ოჯახი: ნანუკა სტამბოლიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

თურქი წინაპრები, ხმაურიანი დებიუტი კინოში და ბედნიერი ოჯახი: ნანუკა სტამბოლიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

2025-02-18 12:28:47+04:00

მსახიობის, ნანუკა სტამბოლიშვილის შესახებ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში საუბარი ამ დრომდე არ წყდება. ამჯერად ნანუკა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას, მისის პოპულარობა კი თანდათან უფრო იზრდება. 

პირადი ცხოვრება

ნანუკას მეუღლე ლაშა მგელაძეა. ურთიერთობის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.

nanuka

16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.

  • "ღვთაებრივი სილამაზე" - ნანა სტამბოლიშვილი ახალი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს 

ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ... მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა...“ - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.

  • "16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით" - ნანა სტამბოლიშვილი ოჯახსა და კარიერაზე 

სერიალში გამოჩენის შემდეგ პრესაში აქტიურად განიხილავდნენ ნანუკას გვარს. ბევრი წერდა, რომ მან გვარი სპეციალურად გადაირქვა, თავად მსახიობი კი თავის წარმომავლობაში ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა:

  • "ნამდვილი ქალღმერთი" - ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს 

nanuka

„სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. ქართველი ვარ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა. ბევრი წერდა, რომ სტამბოლში ჩავედი და გადავირქვი. ბევრი რამ სმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია მაქვს-მეთი, რომ გითხრა, არა. 

დედის მხრიდან თურქი ჩემი ბაბუს დედა იყო. ძალიან წინა თაობა. ბაბუაჩემის დედა იყო თურქეთიდან“, - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა. 

Emanet

ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ასრულებს. "Emanet" ("სხვი­სი შვი­ლი") ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

სე­რი­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ. მთა­ვარ გმი­რებს კი ჰა­ლილ­სა და სი­ლას სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად აღი­ა­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ. სილა თურ­ქოღ­ლუმ სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი კომ­პა­ნია Karamel Yapım-ი მო­ბინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მსა­ხი­ობ­მა გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თა. ქალს კონ­კრე­ტუ­ლად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია თუ რა სა­ხის ზე­წო­ლას ახდენდნენ მას­ზე, რად­გან ტერ­მი­ნი მო­ბინ­გი, მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლის და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, კრი­ტი­კას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­ცინ­ვას.

სილას წასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მაყურებელმა არც ნანუკას მიმართ დაიშურა აგრესია. "სილა შეუცვლელია, მის გარეშე სრიალი წარმოუდგენელია" - წერდნენ ისინი, თუმცა ნანუკა მათ მალევე შეიყვარეს და ქართველი მსახიობი ახლა თურქებისთვისაც საყვარელი სახეა.