ბედნიერი ოჯახი, საკუთარი ბიზნესი და მოგონებები მამაზე: გაიცანით უფრო ახლოს ტასო გომელაური - Marao

ბედნიერი ოჯახი, საკუთარი ბიზნესი და მოგონებები მამაზე: გაიცანით უფრო ახლოს ტასო გომელაური

2025-02-24 15:37:05+04:00

ანასტასია გომელაური ცნობილი მსახიობების ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის შვილია. მშობლების მსგავსად, საზოგადოებაში ანასტასიაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ისე ტიროდა პატარა ტასო

- გეგონებოდა არავინ ჰყავსო.

ვარსკვლავმაც ალბათ იფიქრა ასე

მოსწყდა, მიუჯდა პატარას წამსვე. - წერდა ნიკო გომელაური ქალიშვილის შესახებ. 

  • "მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება" - ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია 

მამა

taso

ტასო გომელაური ტელევიზიაში იშვიათად ჩნდება თუმცა იმ იშვიათი გამოჩენისას მამის შესახებ ყოველთვის საუბრობს. ცოტა ხნის წინ, ის ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში იმყოფებოდა და ისაუბრა იმ დანაკლისის შესახებ, რაც მამის გარდაცვალებამ დაუტოვა:

  • "არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39 წლის, მე მალე ვხდები 33-ის" - ნიკო გომელაურის შვილი მამის გარდაცვალებას იხსენებს 
  • "გაუთავებელი ყოფითი პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და ნიკო ერთმანეთს დავშორდით" - ეკა ნიჟარაძე 

"არ ვა­ღი­ა­რებ­დი, რომ აღარ არის. ერთ ჩემს ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე, თე­რა­პი­ა­ზე რომ დავ­დი­ო­დი, მან მი­მახ­ვედ­რა, რომ დაბ­ლო­კი­ლი მქონ­და და უნდა გა­მეხ­სნა. მგო­ნია, რომ გა­ვი­ზარ­დე და თან ახლა რომ ვფიქ­რობ, ნიკო იყო 39 წლის, მე ვხდე­ბი ახლა 33 წლის და ჩვენს შო­რის ძა­ლი­ან პა­ტა­რა სხვა­ო­ბა გა­მო­დის.

მაგ წელს ვა­ბა­რებ­დი, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სწავ­ლით და თან ასე­თი პრობ­ლე­მა რომ გაქვს სახ­ლში. მამა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ავად არის... ასე მალე ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ყვე­ლა­ფერს, რო­გორც მოხ­და. თან თა­ვი­დან სა­ერ­თოდ სხვა დი­აგ­ნო­ზი ვი­ცო­დი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ბავ­შვებს რომ უმა­ლა­ვენ. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩა­ში მი­თხრეს, არა ეგ არ აქ­ვსო. ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი წელი მქონ­და, თან ისეთ ასაკ­ში ვი­ყა­ვი. ნიკო ჩემი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას ვერ მო­ეს­წრო" - ამბობდა ტასო.

პროფესია და პირადი

მართალია, ტასო მშობლების კვალს არ გაჰყოლია, თუმცა თავადაც ხელოვანია და კერამიკული სტუდია აქვს - იგი “კერამიკ სტუდიო 1300”-ის  დამფუძნებელია. 

სტუდიის შექმნა მეგობართან, ირინა ჯიბუტთან ერთად გადაწყვიტა - ორივე კერამიკოსია. სტუდია ჯერ ტასოს სახლში გახსნეს, მოგვიანებით კი ფაბრიკაში გადავიდნენ. მისი თქმით, თიხასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და თერაპიულიც კი არის. 

taso

"მე და ჩემი პარტნიორი ირინა ჯიბუტი ორივე კერამიკოსები ვართ. ერთმანეთს როცა შევხვდით, მივხვდით, რომ სამუშაო სივრცე გვჭირდებოდა, ამიტომ გავხსენით სტუდია ჩემს სახლში, სადაც არავინ ცხოვრობდა. შემდეგ უკვე 1 წელში გადავედით ფაბრიკაში. უბრალო შემთხვევითობა იყო, ჩვენი მიზანი კი იყო სახელოსნოს გახსნა, მაგრამ არ გვქონია მოლოდინი, რომ ასე ძალიან გავიზრდებოდით." - იხსენებდა ტასო. 

ტასოს მეუღლე კოტე თა­ყა­იშ­ვი­ლია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.