"საოცარი გოგოები" - ლიკა ევგენიძის შთამბეჭდავი ფოტოსესია უფროს ქალიშვილთან ერთად - Marao

"საოცარი გოგოები" - ლიკა ევგენიძის შთამბეჭდავი ფოტოსესია უფროს ქალიშვილთან ერთად

2025-02-27 11:16:31+04:00

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.

ლიკა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი უფროს ქალიშვილთან, ანა სოფიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:

lika

lika

lika

  • "უსაყვარლესი და უმაგრესი წყვილი" - ლიკა ევგენიძის ოჯახური კადრები

ლიკა და ანა სოფია solo.ge-ის კამპანიაში მონაწილეობენ და ახალი ფოტოსესიის შთამბეჭდავ კადრებზე უამრავ კომპლიმენტს იღებენ. 

ლიკა ევგენიძის პირველი ქორწინება

ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა.  ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.

  • "დაბადების დღეს გილოცავ, ულამაზესო" - ლიკა ევგენიძე იუბილარია 
  • ცნობილი მამა, ულამაზესი ბებია და ქორწინება გავლენიან კაცზე - ლიკა ევგენიძის ცხოვრების დეტალები 

ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.

გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.

  • "როგორ ჰგავს კირას" - ლიკა ევგენიძის ქალიშვილი იუბილარია 

"ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ", - ამბობდა ლიკა ევგენიძე. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ საერთო შვილის მშობლებიც გახდნენ.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან იც­ნობ­და. ერთ დღეს, ლი­კას მა­მამ, მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ სიმ­ღე­რა და­წე­რა და გა­და­წყვი­ტა მისი შეს­რუ­ლე­ბა შვი­ლის­თვის და ნიკა კო­ჩა­რო­ვის­თვის ენდო. ისი­ნი მა­შინ და­ახ­ლოვ­დნენ.

„ძნე­ლია აღ­წე­რო და მოყ­ვე ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, რა კოს­მო­სუ­რი ენერ­გია ახ­ვედ­რებს ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთს. ერთი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოა ჩემ­თან, ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ირ­გვლივ სულ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი მყავ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ისე ვერ ვი­ძი­ნებ­დი, თუ სახ­ლში სი­ჩუ­მე იყო. სულ მუ­სი­კის ხმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი და ნი­კას ამ­ბა­ვი, თით­ქოს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს, ბავ­შვო­ბა­ში.“ - ჰყვე­ბო­და ლიკა მოგ­ვი­ა­ნე­ბით.