ბურაკ ოზჩივიტს ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს სერიალებიდან "დიდებული საუკუნე" , "მომღერალი ჩიტი", "შავი სიყვარული". მსახიობი და მისი მეუღლე, ასევე საკმაოდ ცნობილ თურქი მსახიობი მაქსიმალურად ერიდება უცხო თვალს, ჟურნალისტებსა და პაპარაცებს.
ბურაკ ოზჩივითი
ბურაკ ოზჩივიტი დაიბადა 1984 წლის 24 დეკემბერს სტამბოლში. ბურაკი აქტიური ბავშვი იყო. გატაცებული იყო კალათბურთით, თუმცა ასაკის მატებასთან ერთას, სპორტისადმი ინტერესი ხელოვნებამ ჩაანაცვლა.
2001 წელს დაამთავრა კაზემ იშმენის საშუალო სკოლა და სწავლა მარმარას უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო. 2003 წელს იგი თურქეთის საუკეთესო მოდელად დაასახელეს. კონკურსის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სააგენტოსთან Uğurkan Erez. 2005 წელს კვლავ დაბრუნდა თურქეთის საუკეთესო მოდელის კონკურსში - შეუერთდა მსოფლიოს საუკეთესო მოდელებს და დასახელდა მეორე საუკეთესო მოდელად მსოფლიოში.

პირველი სამსახიობო გამოცდილება სერიალში "მინუს 18" მიიღო, სადაც კომისარი მურათის როლი შეასრულა. 2007 წლის ნოემბერში ითამაშა ფილმში „Musallat“, 2008 წლის ზაფხულში ითამაშა პერსონაჟი გვენი სერიალში „Baba Ocağı“. მოგვიანებით, შეასრულა ჩეთინის როლი სერიალ „პატარა საიდუმლოებებში“. 2011-2013 წლებში ითამაშა სერიალ დიდებულ საუკუნეში, ამავე წელს (2013) შეასრულა ქამრანის როლი სერიალ „ნარჩიტაში“.
“Muhteşem Yüzyıl”-ის წარმატების შემდეგ, ბურაკ ოზჩივიტის კარიერა განაგრძობდა ზრდას. 2015 წელს მან ითამაშა რომანტიკულ დრამაში "Kara Sevda" (უსასრულო სიყვარული), რომელიც გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქული დრამა. "კარა სევდაში" ბურაკმა განასახიერა ქემალ სოიდერე. სერიალი, რომელიც სიყვარულის, ღალატისა და თავგანწირვის თემებს იკვლევდა, დიდი ჰიტად იქცა როგორც თურქეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბურაკის, როგორც წამყვანი მსახიობის სტატუსი.
პირადი ცხოვრება
2017 წელს ბურაკ ოზჩივიტმა ცოლად შეირთო თავისი დიდი ხნის შეყვარებული ფაჰრიე ევჯენი , მსახიობი, რომელიც ასევე ფართოდ არის აღიარებული თურქულ გასართობ ინდუსტრიაში. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათი ურთიერთობა კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი იყო თურქეთში.

ფაჰრიე ცნობილი დრამატულ სერიალებში შესრულებული გამორჩეული როლებით გახდა. პირველივე წუთებიდან ბევრმა მაყურებელმა შეიყვარა არა მხოლოდ გოგონას თამაში, არამედ მისი ლამაზი გარეგნობაც.
ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიწყო მსჯელობა იმაზე,, იყო თუ არა ფაჰრიეს გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის შედეგი. თავად მსახიობი ამტკიცებს, რომ მან სახის ნაკვთები დედისგან მიიღო, გარეგნობის შენარჩუნებაში კი ოჯახის სიყვარული ეხმარება.