სალონური მომსახურება – იდეალური საჩუქარი მარტის დღესასწაულებისთვის და ფასდაკლება Your Corner-ში, რომლითაც უნდა ისარგებლოთ - Marao

სალონური მომსახურება – იდეალური საჩუქარი მარტის დღესასწაულებისთვის და ფასდაკლება Your Corner-ში, რომლითაც უნდა ისარგებლოთ

2025-02-28 16:39:34+04:00

3 და 8 მარტი განსაკუთრებული დღეებია, როდესაც ვცდილობთ, ჩვენს საყვარელ ქალებს, იქნება ეს დედა, და, მეგობარი, მეუღლე თუ კიდევ სხვა სითბო და პატივისცემა ვაგრძნობინოთ.  ხშირად ჩნდება კითხვა: რა არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც მათ ნამდვილად გაახარებს? ამაზე პასუხი კი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს და ეს არის სალონური მომსახურება. მიზეზებს ახლავე აგიხსნით:

sachukari_8_marts

ზრუნვა საკუთარ თავზე

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის მომსახურებას იღებთ, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში ზრუნავთ საკუთარ თავზე და გრძნობთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ.

განტვირთვა და სტრესისგან გათავისუფლება 

სალონში ვიზიტი არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მოდუნდეთ და ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლდეთ.

თვითშეფასების ამაღლება 

ახალი ვარცხნილობა, მანიკიური, თმის პროცედურები, ეპილაცია და სხვა ნებისმიერი სალონური პროცედურა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს და კარგ განწყობას უქმნის.

უნივერსალურობა

სალონური მომსახურება ყველასთვის შესაფერისი საჩუქარია, განურჩევლად ასაკისა და ინტერესებისა.  არ არსებობს ქალი, ვისაც სალონში სიარული და სხვადასხვა პროცედურის ჩატარება არ სიამოვნებს. 

ხოლო თუ ზუსტად არ იცით, რა სახის სალონური მომსახურება მოეწონება თქვენი საჩუქრის ადრესატს, მაშინ ვაუჩერი საუკეთესო გამოსავალია. სალონი Your Corner, რომელიც წლებია მომხმარებლებს გამორჩეულ მომსახურებას უწევს, მათ სასაჩუქრე ვაუჩერსაც სთავაზობს. ვაუჩერის ღირებულება 30 ლარიდან იწყება. Your Corner-ში მისული მომხმარებელი კი თავად აირჩევს სასურველ პროცედურას. 

your_corcer_saloni

Your Corner გახლავთ სალონი, რომელიც მუდმივად მომხმარებლებსა და მათ ინტერესებზე, მათთვის მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზე ზრუნავს. პარალელურად კი, მომხმარებლებისთვის საყვარელ პროცედურებზე სპეციალურად 3 და 8 მარტის დღესასწაულებისთვის ფასდაკლება მოქმედებს.

როგორც Your Corner-ში განმარტავენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სალონური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, განსაკუთრებით კი ასეთ სადღესასწაულო დღეებში. სწორედ ამიტომ სალონში სხვადასხვა პროცედურაზე ფასდაკლებით ისარგებლებთ:

  • კერატინი - 20%
  • ბიო დახვევა - 20%
  • ბოტოპლექსი - 20%
  • ცივი აღდგენა - 20%
  • ეპილაცია ცალკეულ ზონებზე - 20%
  • სოლარიუმი - 50%
  • წარბის დაფერვა - 20%
  • სახის ღრმა წმენდა+დატენიანება - 20%
  • სრული სხეული - 80 ლარი
  • 4 ზონის აქცია - 70 ლარი

epilacia

თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ Your Corner-ის მომსახურებით, მაშინ ახლა საუკეთესო დროა ეწვიოთ სალონს, ისარგებლოთ ფასდაკლებით და მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება კვალიფიციური სპეციალისტებისგან.