თათული დოლიძის ფოტოარქივი: როგორ იცვლებოდა ქვეყნის ყველაზე ლამაზი მსახიობი წლების მანძილზე და როგორია მისი განვლილი გზა - Marao

თათული დოლიძის ფოტოარქივი: როგორ იცვლებოდა ქვეყნის ყველაზე ლამაზი მსახიობი წლების მანძილზე და როგორია მისი განვლილი გზა

2025-02-28 16:23:13+04:00

თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.

თათული დოლიძე  

თათული დოლიძე 1952 წელს დაიბადა თბილისში. ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა - ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.

tatuli

  • საოცარი თათული დოლიძე და მისი ცხოვრება: "კარგი დიასახლისი ვიყავი, საკუთარ თავზე ბევრს ვიღებდი; ჯობდა, ჩემს საქმეში დამეხარჯა ენერგია" 

საინტერესო და სახალისო იყო ოჯახის წევრების ურთიერთობა და დიდი გაკვეთილიც. დღემდე უკვირს, როგორ ახერხებდნენ უკონფლიქტო თანაარსებობას. სიმშვიდე - ყველაზე მეტად ეს ახსენდება.

დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ...

  • ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს - განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები 

tatuli

  • 72 წლის თათული დოლიძის ულამაზესი ფოტოსესია 

მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.

  • „შეიძლება ძალიან ბევრი გვიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ ცუდი სიტყვა არ გვითქვამს...” - ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე ერთმანეთის შესახებ საუბრობენ 

tatuli

1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1973 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), გრუშე („კავკასიური ცარცის წრე“), ანო („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), გონერილი („მეფე ლირი“), დარეჯანი („კაცია ადამიანი“).

tatuli

tatuli

tatuli

ჟანრი ლოლაშვილი

"თათულიზე ათი წლით უფროსი ვარ. მოვთაფლე. მაინცდამაინც არ გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენი ურთიერთობა სპექტაკლით დაიწყო - "ქალის ტვირთი". მაშინ თათული ყველას მოსწონდა. მაგრამ ასე მოხდა. შედგა. 

თათული სხვა ადამიანია, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა და ახლა ვაბუქებ რაღაცას. ურთიერთობაში ჩემთვის იმდენი რამ აკეთა, წარმოუდგენელია. მშობლის გარდა არავინ გააკეთებს. ძალიან გულისხმიერია. კლინიკური სიკვდილის პერიოდში, არ დამავიწყდება, რა საოცარი მოვლა მქონდა თათულის მხრიდან.

სიყვარულს ქმნის ურთიერთობა. ურთიერთობაა დროის ჩუქება ერთმანეთისთვის. ურთიერთობისას ცოცხლობ. სიცოცხლის იმპულსია. 

მე შენ მიყვარხარ ცხოვრებაში არ მითქვამს. სცენაზეც არ ვამბობ. მაზალო სიტყვაა. " - ამბობდა ჟანრი ლოლაშვილი.