"პირველი დედის დღე უშენოდ … წესით, საჩუქრებს უნდა გჩუქნიდე" - ოთო ფოლადაშვილის ემოციურ პოსტი დედას - Marao

"პირველი დედის დღე უშენოდ … წესით, საჩუქრებს უნდა გჩუქნიდე" - ოთო ფოლადაშვილის ემოციურ პოსტი დედას

2025-03-04 10:46:31+04:00

ცოტა ხნის წინ ოთო ფოლადაშვილის დედა, ნინელი კლდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოთოს დამ, თაკო ფოლადაშვილმა გაავრცელა. 

ამჯერად ოთო 3 მარტთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"პირველი დედის დღე უშენოდ … წესით, საჩუქრებს უნდა გჩუქნიდე და შენს ბედნიერ სახეს ვუყურებდე, ლამაზს და მომღიმარს ! ხშირად მითქვამს და ახლაც გეტყვი, უსასრულობამდე მიყვარხარ, დეე. მჯერა, რომ ისევ შევხვდებით..." - წერს ოთო.

oto

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

  • „დღეს ყველაზე ძლიერი, უშიშარი, საოცრად ნიჭიერი და ჩემთვის საუკეთესო ადამიანის დღეა" - ოთო ფოლადაშვილი იუბილარია 

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

  • ვიდეო: ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ერთად ისვენებენ 

"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

  • „რა საყვარლები ხართ“- ჯულიანა ბარგნარის და ოთო ფოლადაშვილის შთამბეჭდავი კადრები აბუ-დაბიდან 

თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.