თანამედროვე ქართულ მუსიკაში ქალები სულ უფრო ხშირად იკავებენ ლიდერის როლებს სხვადასხვა ჟანრში, პოპიდან და ჯაზიდან კლასიკურ და ექსპერიმენტულ მუსიკამდე. მათმა წვლილმა მუსიკის კომპოზიციაში, შესრულებასა და წარმოებაში ჩამოაყალიბა თანამედროვე ქართული ხმის პეიზაჟი, შემოიტანა ახალი სტილი და გააფართოვა ერის მუსიკის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
ნუნუ გაბუნია
ნუნუ გაბუნია არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედება მოიცავს როგორც პოპულარულ სიმღერებს, ასევე ოპერებს, ბალეტებსა და სიმფონიურ ნაწარმოებებს. მისი მუსიკა მრავალი წლის განმავლობაში ამდიდრებს ქართულ კულტურას და მრავალ თაობას ახსოვს მისი მელოდიები.

2022 წლის 31 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართა ნუნუ გაბუნიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები საბალეტო დადგმებიდან, ოპერეტებიდან და ანიმაციური ფილმებიდან, რაც მსმენელს მისი შემოქმედების მრავალფეროვნებას აცნობდა.
ნუნუ გაბუნიას შვილიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ასევე მუსიკალური კარიერით არის დაკავებული. ნინუცა აღნიშნავს, რომ ბებიის გავლენა მის მუსიკალურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი იყო და ამაყობს, რომ ნუნუ გაბუნიას ოჯახში გაიზარდა.
პირადი ცხოვრება
ნუნუ გაბუნიას მეუღლე ცნობილი მსახიობი, გოჩა აბაშიძე იყო. მათ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მაშინ გოჩა აბაშიძეს რთული პერიოდი ჰქონდა. მამამისი გადასახლებიდან ჩამოვიდა და გარდაიცვალა. დედამისს სხვა ქმარი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა.

ქორწილი არ გვქონია. საქორწინო ბეჭედიც კი არ გამაჩნდა, რაზედაც ძალიან მწყდებოდა გული. გოჩას მამის დატოვებული ოქროს მონეტა ჰქონდა. მპირდებოდა, რომ ამით ქორწინების ბეჭედს გააკეთებინებდა, მაგრამ ამის უფლება დედამისმა არ მისცა, – იხსენებს ნუნუ გაბუნია.
ხელი რომ მოაწერეს ნუნუ სკოლის მოსწავლე იყო. ამ დღიდან სამი წლის შემდეგ მათი ქალიშვილი, მანანა შეეძინათ. მშობიარობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა - ახალგაზრდა დედას სისხლდენა დაეწყო და კინაღამ მშობიარობას გადაჰყვა. 40 წუთი გათიშული იყო.
მათი ცოლქმრული ურთიერთობა მალე დასრულდა - ნუნუმ ქმრის ოჯახი მიატოვა და ბავშვთან ერთად წავიდა. ამის მიზეზი გოჩასა და ლეილა აბაშიძის რომანი გახდა.
"გოჩა მეუბნებოდა, გონზე მოხვალ და მიხვდები, რომ ზოგჯერ ადამიანებს რაღაცები ეშლებათო. მისგან ასეთი საქციელი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ლეილა და გოჩა ნათესავები იყვნენ. ლეილა ძალიან მიყვარდა და მასთან ახლო ურთიერთობაც მქონდა. მისგან ღალატიც არანაკლებ მეწყინა. ფაქტობრივად ორი ადამიანი ერთდროულად დავკარგე." - იხსენებდა ქალბატონი ნუნუ.