ნია წივწივაძე ქართველი მოდელი და სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელია. ნია „მის საქართველო 2017“-გამარჯვებულია. მან ასევე თავისი ქვეყანა „მის მსოფლიო 2018“-ზე წარადგინა.
ნია 1994 წლის 1 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი იყო და ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა, ცურვა, კითხვა და კინო...
24 წლის ასაკში ნია „მის საქართველო 2017“ გახდა. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. კონკურსი ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოხვდა, მისმა მონაწილეობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ყოფნას სილამაზის მსოფლიო კონკურსის სცენაზე.
ნია ინარჩუნებს აქტიურობას სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის ინსტაგრამზე, სადაც ის აზიარებს ინფორმაციას მისი პირადი და პროფესიული ცხოვრების შესახებ.
ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური არ არის, ნია სპორტის დიდი გულშემატკივარია, რაც იმითაც აიხსნება, რომ ის ცნობილი კალათბურთელის, ბექა წივწივაძის, მანიკა ასათიანის მეუღლის დაა.
ნიას მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან.
"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.
მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა" - ამბობდა ნია ერთ-ერთ ინტერვიუში.