ამერიკელ მომღერალს ბიონსეს არ ავიწყდება წყენა, რომელიც მას მედიასაშუალებებმა მიაყენეს, როცა მათ, რბილად რომ ვთქვათ, მისი Super Bowl-ზე გამოსვლისას გადაღებული არცთუ ისე სახარბიელო ფოტოები გამოაქვეყნეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
მეტი ეს არ განმეორდება, რადგან "გარეშე" პროფესიონალი ფოტოგრაფები მომღერლის კონცერტებზე პერსონა ნონ-გრატებად იქცნენ.
ყველა ფოტო ბიონსეს ბოლო კონცერტებიდან ხელმოწერილია Photo by Frank Micelotta-Invision for Parkwood Entertainment/AP Images-ის მიერ. ეს კომპანია კი დაფუძნებულია, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ბიონსეს მიერ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრესაში გამოქვეყნებული ყველა ფოტო ამიერიდან მხოლოდ დახვეწილი და თავად მომღერლის ან მისი წარმომადგენლების მიერ იქნება შერჩეული. ფოტოები მოძრაობაში, რომლებზეც "დაჭერილია" ვარსკვლავის ულამაზო გამომეტყველება ან მსგავსი კადრები, ცენზურას არ დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ Super Bowl-იდან ბიონსეს ფოტოების სხვა, უკეთესებით შეცვლის მიზნით რედაქტორთან თხოვნით მომღერლის წარმომადგენლები მივიდნენ.
ახლა გამოცემას ხუმრობით ურჩევენ, რომ ის საბედისწერო ფოტოები აიღოს და ჩარჩოში ჩასვას, რადგან გამორიცხული არ არის, რომ ეს კადრები მალე დიდ რარიტეტად იქცევა.
მასალის წყარო: Hollyscoop