2025 წელს რამდენიმე გახმაურებული ვარსკვლავების ქორწილს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს არიდებს პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას, საზოგადოება ვარაუდობს რომ ზოგი მათგანი მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაქორწინდება:
სელენა გომესი და ბენი ბლანკო

მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი პროდიუსერ ბენი ბლანკოზე დაინიშნა. წყვილმა ნიშნობა 2024 წლის დეკემბერში გამოაცხადა და ინტიმური ფოტოები გააზიარა. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან დეტალებს მათი მომავალი ქორწილის შესახებ.
ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და ახალი ამბების ყოფილი წამყვანი ლორენ სანჩესი 2023 წლის მაისში დაინიშნნენ. წყვილი 2025 წლის ივნისის ქორწილს გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, ბეზოსის მდიდრულ იახტაზე, კორუზე, იტალიის სანაპიროზე გაიმართება.
ჯოშ ალენი და ჰეილი სტეინფელდი

NFL-ის ვარსკვლავმა ჯოშ ალენმა და მსახიობმა ჰეილი სტეინფელდმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ნოემბერში გაავრცელეს. მაგრამ ექსტრავაგანტული ქორწილს სტუმრების მცირე სიით, ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე ან 2025 წლის ზამთრის დასაწყისში გეგმავენ.
ადელი და რიჩ პოლი

ადელმა 2025 წლის დასაწყისში მიუნხენში გამართულ კონცერტზე მენეჯერთან რიჩ პოლთან ნიშნობა დაადასტურა. წყვილი 2021 წლიდან ერთადაა. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან დეტალებს მათი ქორწილის გეგმების შესახებ.
ზენდაია და ტომ ჰოლანდი

ზენდაიამ ქორწილის შესახებ ჭორები გამოიწვია, როდესაც ოქროს გლობუსზე ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა. ის და მსახიობი ტომ ჰოლანდი 2021 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს და თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ წყვილი 2025 წლეს დაქორწინდება.
რიანა და A$AP Rocky

მომღერალი და მოდის მაგნატი რიანა და რეპერი A$AP Rocky ფანებისა და მედიის საყვარელი წყვილია. მათი ურთიერთობა 2020 წელს საჯარო გახდა, 2024 წელს კი ნიშნობა გამოაცხადეს. წყვილს პირველი შვილი 2022 წელს შეეძინა.
ბევრი ვარაუდობს, რომ მათი ქორწილი გაიმართება თვალწარმტაც, ტროპიკულ ადგილას, მდიდრული დეტალებით.
ლედი გაგა და მაიკლ პოლანსკი

ლედი გაგამ და მაიკლ პოლანსკიმ გასულ ზაფხულს თავიანთი ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ქორწილი ახლა ნებისმიერ დღეს უნდა გაიმართოს. წყვილი წვეულებას კალიფორნიაში უმასპინძლებს.
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი

გასული წლის შემდეგ ისინი შოუბიზნესის ყველაზე ცნობილი წყვილი გახდნენ, სხვადასხვა წყარო ირწმუნება, რომ ტერნერმა დუა ლიპას ხელი საშობაო დღესასწაულზე სთხოვა.