ფრანგული სილამაზე: ვინ იყვნენ "Miss France"-ს ტიტულის მფლობელები ბოლო 10 წლის მანძილზე - Marao

ფრანგული სილამაზე: ვინ იყვნენ "Miss France"-ს ტიტულის მფლობელები ბოლო 10 წლის მანძილზე

2025-03-12 14:55:54+04:00

სილამაზის კონკურსების კონცეფცია მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. სილამაზის განსჯის იდეა უძველესია და პირველად ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება. 

პირველი სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა (მანდილოსნებისთვის). 350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური ”ათვალიერებდა”. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა საუქრატი გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.

სილამაზის კონკურსის თანამედროვე ვერსია ამერიკაში გაჩნდა და მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მათ შორის საფრანგეთშიც - სადაც პირველი კონკურსი 1920 წელს ჩატარდა.  ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული რენე სოულიმ მიიღო. 

  • ტყუპი შვილები, ფეხბურთელი ქმარი და ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსი: სად არის და რას საქმიანობს "მის საქართველო 2017"-ის გამარჯვებული ნია წივწივაძე დღეს 
  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე 

1950-იან და 1960-იან წლები კონკურსების ოქროს ეპოქად ითვლება. ამ პერიოდის განმავლობაში, ქალის იდეალურობის მაგალითი მერლინ მონრო გახდა.  სილამაზის იდეალი მაინც ძირითადად ფიზიკურ მახასიათებლებზე იყო დაფუძნებული: სიმეტრია, კანი და სახის ნაკვთები: დიდი თვალები, მაღალი ლოყები და სავსე ტუჩები.

  • ინდუსტრიის ყველაზე ლამაზი მოდელი - როგორ იქცა Victoria's Secret-ის მოდელი მთელი მსოფლიოს მისაბაძ მაგალითად 

მის საფრანგეთის გამარჯვებულები

კამილ სერფი - 2015

camile

15 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო Elite Model Look-ის კონკურსში. 2017 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი საფრანგეთის ბიზნეს სკოლაში .

ირის მიტენაერი - 2016

iris

მიტენარი დაიბადა ლილიში, საფრანგეთში 1993 წლის 25 იანვარს ივეს მიტენარის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლისა და ლაურენს დრუარტის, მასწავლებლისა და გიდის ოჯახში. მას ჰყავს ძმა, ბაპტისტე და და, კასანდრე, ასევე უმცროსი ნახევარ-და მანონი. ირის მიტენარი სამი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ.

ალისია ეილისი - 2017

ალისია ეილისი 2017 წელს საფრანგეთის ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტული მფლობელი გახდა.

france

მაევა კუკე - 2018

france

ვაიმალამა ჩავესი - 2019

france

ჩავესი ფრანგი მომღერალი, სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელი და მოდელია. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Good Vaïbes 2020 წლის თებერვალში გამოვიდა.

კლემენს ბოტინო - 2020

france

ამანდინ პეტი - 2021

france

დაიან ლეირი - 2022

diane

2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივლისამდე, ლეირი იყო ევროპა 2-ის ყოველდღიური დილის შოუს Le Morning sans filter-ის წამყვანი

ინდირა ამპიოტი - 2023

indira

ევა ჟილსი - 2024

france

ანჟელიკა ანგარნი-ფილოპონი - 2025

france