"მოდელების სახლიდან დადიოდნენ უნივერსიტეტში და გოგოებს არჩევდნენ. ამომარჩიეს და წავედი ბულგარეთში" - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი - Marao

"მოდელების სახლიდან დადიოდნენ უნივერსიტეტში და გოგოებს არჩევდნენ. ამომარჩიეს და წავედი ბულგარეთში" - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი

2025-03-13 11:08:14+04:00

ყველასთვის საყვარელი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი, გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" განვლილ წლებს იხსენებს და პირველი პროფესიის შესახებ საუბრობს:

"ეს არის ჩემი მეორადი პროფესია. 1975 წელი იყო. მოდელების სახლიდან დადიოდნენ უნივერსიტეტში და გოგოებს არჩევდნენ. ამომარჩიეს და წავედი ბულგარეთში, სადაც იმართებოდა "საქართველოს დღეები". ნანი ბრეგვაძე და "ორერაც" იყვნენ. მაშინ მაკიაჟი არ გვქონდა და "ბალეტს" ვიყენებდით" - იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი. 

  • "18 წლისას პირველი შვილი მეყოლა... დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?" - კირა ანდრონიკაშვილის განვლილი გზა 

კირა ანდრონიკაშვილი

მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა.  კირა ანდრონიკაშვილი რჩევებს არ იშურებს და ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან. 

  • "ცოტა პრანჭია ვარ. ჩემმა შვილებმაც რომ მითხრან, მოვდივარო, გავისწორებ, გავიპრანჭები, ბავშვებმა არ ინერვიულონ, რომ დავბერდი-მეთქი" - კირა ანდრონიკაშვილი 

"ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე)  მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც "კერასინკას" ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი - ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.

  • "18 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა; შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი" - კირა ანდრონიკაშვილი 

ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები - ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი, ულამაზესი ქალები იყვნენ; სილამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი - ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდით, რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით" - იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი.