"ტკბილი ბიჭი" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას შვილი იუბილარია - Marao

"ტკბილი ბიჭი" - ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას შვილი იუბილარია

2025-03-14 15:26:40+04:00

უკვე წლე­ბია, რაც ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და­ვით კა­ჭა­რა­ვას გვერ­დით ჩნდე­ბა. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არის, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, უქ­მე­ებს კი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ატა­რე­ბენ...

ცოტა ხნის წინ წყვილს პირველი საერთო შვილი, ილია შეეძინა. ამჯერად ქეთი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს:

keti

keti

keti

keti

keti

  • "რაც უფრო დატვირთული ვარ, მით უფრო მეტად ვარ ფორმაში" - ქეთი ხატიაშვილი 

ქეთი ხატიაშვილი

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

  • მილოცვა იუბილარ მეუღლეს, ოჯახური ბედნიერება და პატარა ილია: დავით კაჭარავასა და ქეთი ხატიაშვილის პორტრეტი 

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.

  • "მხატვრულ ტანვარჯიშში და ბალეტში ეს საბაზისო მოძრაობაა" - ქეთი ხატიაშვილი იდეალურ ფორმაშია: ტანმოვარჯიშე ვარჯიშის ვიდეოს გიზიარებს   

ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა. 

"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.

მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.