"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა..." - ქეთი წიქვაძე ცნობილ ბაბუაზე, კარიერასა და შვილებზე - Marao

"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა..." - ქეთი წიქვაძე ცნობილ ბაბუაზე, კარიერასა და შვილებზე

2025-03-17 12:51:14+04:00

მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.

  • 4 ხმაურიანი რომანი, პრეზიდენტი სიძე და სიყვარულით სავსე განვლილი გზა: ლიზა ბაგრატიონის ცხოვრება კამერებს მიღმა 

"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ.

  • "ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ" - ნანა ლორთქიფანიძე 

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციების დროს ჯოხიც უსვრია სცენაზე და სკამიც, მინდა, გითხრათ რომ ყველაზე მსუბუქი, თბილი და ტკბილი იყო სახლში. მისთვის მთავარი იყო საყვარელი ცოლი სახლში დახვედროდა, მე მათ სითბოსა და სიყვარულში გავიზარდე. ბაბუ 5 წუთში ერთხელ დამიძახებდა: ქეთი! - გავხედავდი და თითს იდებდა ლოყაზე, რაც იმას ნიშნავდა რომ უნდა მივსულიყავი და მეკოცნა. მეც ვკოცნიდი და ეს იყო დიდი ბედნიერება... არ არსებობდა სურვილი, რომელსაც ვიტყოდი და არ შემისრულებდნენ. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვი აღარ ვარ..." - იხსენებდა მსახიობი. 

  • "დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა შემცვალა" - როგორია "ლეკას" რეალური ცხოვრება 

qeti

  • „არ ვიცი, შევიცვალე თუ არა, მაგრამ მიყვარს ეს ტრადიცია“ – „ჩცდ“-ის მსახიობი, ქეთი წიქვაძე ოჯახსა და შვილებზე 

ქეთი პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2013 წლიდან აწარმოებს ქართულ ბრენდს "მაიკა". ეს არის პრემიუმ ხარისხის მაისურები. აპირებს, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო გაფართოვდეს საქმიანობა და ახალი იდეები განახორციელოს.

ერთი პერიოდი უნდოდა მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ დედა ეწინააღმდეგებოდა.ამიტომ განსხვავებული პროფესია აირჩია. 

პირადი ცოხვრება

ქეთი 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 

qeti

  • "დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა შემცვალა" - როგორია "ლეკას" რეალური ცხოვრება 

"ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ.