"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე - რა­ტომ ტი­რიო?" - ლეგენდარული მედია ამირანაშვილის კარიერა და ცხოვრება - Marao

"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე - რა­ტომ ტი­რიო?" - ლეგენდარული მედია ამირანაშვილის კარიერა და ცხოვრება

2025-03-17 16:17:59+04:00

მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. მისი მშობლები გამოჩენილი საოპერო მომღერლები  პეტრე ამირანაშვილი და ნადეჟდა ცომაია იყვნენ. 

მამა

პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი 1930 წლი­დან თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სო­ლის­ტი იყო. იგი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გრა­დის, კი­ე­ვის, მინ­სკი­სა და სა­ერ­თოდ, საბ­ჭო­თა სივ­რცის არა­ერთ ქა­ლაქ­ში, ასე­ვე ევ­რო­პის სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე. პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და მის შე­მოქ­მე­დე­ბით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უჭირავს კინოს - პეტრე ამირანაშვილი ქართული ფილმში "ქეთო და კოტე" თავადი ლევანის როლს ასრულებდა. 

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები 

medea

  • 7 ქართველი მოჭადრაკე ქალი: ისტორიები განსაკუთრებული გონებისა და საოცარი ნიჭის მიღმა 

"მა­მა­ჩე­მი ოც­ნე­ბობ­და, სცე­ნა­ზე ჩემი და მისი წარ­დგე­ნი­სას ასე გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, პეტ­რე და მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბი... მამა 1976 წლის 29 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და მე კი ეს წო­დე­ბა იმა­ვე წლის 31 დე­კემ­ბერს მი­ვი­ღე. ჯილ­დო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ს მა­შინ­დელ­მა მდი­ვან­მა პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა. ჩვენ­თან სახ­ლში და­რე­კა - მე­დი­კო გი­ლო­ცავ, შენ მი­ი­ღე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა! თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე - რა­ტომ ტი­რიო? - მკი­თხა. მამა ამას ასე ნატ­რუ­ლობ­და და ვერ მო­ეს­წრო-მეთ­ქი. მა­ნუ­გე­შა, - რას იზამ, ასე­თია ცხოვ­რე­ბაო!

petre

  • საქართველოს პირველი ლედები - ისტორიები და ამბები ქვეყნის მთავარი ქალების შესახებ 

მამა სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტი იყო. არაჩვეულებრივ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, ასე­თი­ვე ვო­კა­ლი, ხმა ჰქონ­და. მის მურ­მანს, კი­ა­ზოს, რი­გო­ლე­ტოს გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ყველ­გან. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და გას­ტრო­ლე­ბით და ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტურ­ნე­ე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და... ბავ­შვო­ბა იმე­რეთ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, რა­საც ხში­რად იგო­ნებ­და ხოლ­მე, - ერთხელ ვაშ­ლის მო­სა­პა­რად ბავ­შვე­ბი ხეზე ასუ­ლან, პატ­რო­ნის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლა, ის ხეზე დარ­ჩე­ნი­ლა. ვაშ­ლის პატ­რონს წი­ნა­და­დე­ბა მი­უ­ცია - თუ იმ­ღე­რებ, გა­გიშ­ვე­ბო. პეტ­რე­საც უმ­ღე­რია და პირ­და­პირ ხეზე მჯდო­მი, ვაშ­ლით სავ­სე კა­ლა­თით და­უ­სა­ჩუქ­რე­ბი­ათ..." - იხსენებდა ქალბატონი მედეა. 

კარიერა

 მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს მისი დებიუტი შედგა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მოგვიანებით ამავე თეატრის მთავარი სოლისტი გახდა და სოპრანოს მთავარ პარტიებს ასრულებდა. 

medea

იგი იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1991 წლიდან კი ქალაქ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.

2016 წელს ლეგენდარულ სოპრანოს თბილისის ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. 

მედეა ამირანაშვილი 2023 წლის 2 დეკემბერს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.