ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.


ნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა.
1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.


1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი იყო.
იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ოჯახი
ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი დედა იყო.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.

ნანი ბრეგვაძის მეუღლე მერაბ მამალაძე იყო. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.