ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი natiatalk-ის კითხვებს პასუხობს:
"სინამდვილეში, ადამიანებისთვის ძლიერ ნანუკას მართავს პირადი ურთიერთობები. მქონდა ურთიერთობა, რომელმაც გამომიყვანა ყველაზე რთული პერიოდიდან, როდესაც მქონდა მენტალური პრობლემები, პანიკური შეტევები, მეშინოდა სიკვდილის...
მივიღე გადაწყვეტილება, რომ საჯარო ეთერი გამეკეთებინა ამ თემაზე. რატომღაც ეგონა, რომ ბევრი ქალი ებრძოდა ამ პრობლემას და ასეც აღმოჩნდა. ამ ამბავმა გადამაფასებინა ძალიან ბევრი რამ... ადამიანების მიმართ ჩემი წარსული შეცდომები, ჩემი ეგოს გადაფასება დავიწყე. ამ პერიოდში ძალიან მიჭირდა და სულ მქონდა მარტოობის შეგრძნება. ამას დაემთხვა დედაჩემის გარდაცვალება. ამ დროს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მყავდა, რომელმაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანა" - ამბობს ნანუკა.
ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა. საბა ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილი,ა რომელიც მას ერეკლე კოდუასთან ქორწინებაში შეეძინა. ერეკლე და ნანუკა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და იქ უკრაინელ კატალინა დიდაზე იქორწინა, დაშორენა ნანუკასთვის რთული აღმოჩნდა, რაზეც ტელეწამყვანმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. განქორწინებას თან ახლდა არაერთი ხმაურიანი ამბავიდა კონფლიქტი კოდუას ახალ და ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა დეპრესიისა და რთული დღეების უკან მოტოვება შეძლო და დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამოტივაციო წერილებს სხვა ქალებისთვის ხშირად აქვეყნებს.