ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ მშვენიერი ქართველი გოგონას პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და იწვევდნენ გადაცემებში. 2012 წელს ის პროფესიონალ მოცეკვავე ირაკლი საბაძესთან ერთად მონაწილეობას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" იღებდა.
წლების გასვლასთან ერთად ჯანეტის პოპულარობაც იზრდება. იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს თავის მოვლასთან ან სტილთან დაკავშირებულ რჩევებს.
ყოველთვის უყვარდა თავის მოვლა - მეთერთმეტე კლასში იყო, როცა მაკიაჟის ხელოვნება შეისწავლა. მაკიაჟის გაკეთებისას უპირატესობას თვალებს ანიჭებს. უმშვენიერესი მოდელი ხშირად იყენებს ე.წ. ბებიების რეცეპტებს, მაგალითად, იბანს სახეს მჭადის ფქვილის გამოყენებით, თუმცა უარს არ ამბობს თავის მოვლის სააფთიაქო საშუალებებზეც.
"ვფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. ახალგაზრდა კანსაც სჭირდება მოვლა. რაც უფრო პატარა ასაკიდან მოუვლით თავს, მით უფრო დიდხანს იქნებით ლამაზები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცი წლის ასაკში გავიკეთოთ ბოტოქსი. უბრალოდ კარგი ნიღბები და სახის მკვებავი ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს. მეც ვცდილობ, ხარისხიანი და კარგი მკვებავები ვიხმარო. სახის კანს კარგად ასუფთავებს მჭადის ფქვილი, ასევე ერთმანეთში არეული ნალექიანი ყავა და ზეითუნის ზეთი", - ამბობდა მოდელი.
ჯანეტ ქერდიყოშვილის სავიზიტო ბარათი მისი ულამაზესი, გრძელი და მბზინავი თმაა. ასეთ თმაზე, ალბათ, ბევრი ქალი ოცნებობს. იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებს ის ამ ეფექტს, რამდენიმე წლის წინ ისაუბრა:
"თმა, მთელი ცხოვრებაა, მაქვს გრძელი და ყველაზე ხშირად ამ კითხვას მისვამენ. ყველას ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ არც ვიცი, რას ნიშნავს მოკლე თმის მოვლა. შამპუნს, თმის მკვებავს და თმის ზეთს ვხმარობ. ამ ყველაფრის გარეშე არ ვცხოვრობ, რადგან ეს ყველაფერი თმას ბზინვარებას ანიჭებს და ჯანსაღს ხდის. ვცდილობ, თმის გასასწორებელი უთო არ ვიხმარო. დასახვევადაც არ მივმართავ ასეთ საშუალებას. ვხმარობ ბებიების დროინდელ რკინის 'სახვევებს, ამ შემთხვევაში მგონია, რომ თმას ნაკლებად ვაზიანებ", - ამბობდა ის.
"ყოველ დილით აუცილებლად ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს. შემდეგ კარგად ვსაუზმობ. არავითარ შემთხვევაში არ ვჭამ მხოლოდ ხაჭოს ან ფაფას. ერთმანეთში არეული ორი სუფრის კოვზი სელის ფქვილი, ორასი გრამი მაწონი და ორი სუფრის კოვზი თაფლი ძალიან გემრიელია. ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და დღის განმავლობაში დიდ ენეგიას შეგმატებთ", - ამბობდა ჯანეტი წლების წინ.
ის ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანრთელობას. განსაკუთრებით კი მშობიარობის შემდეგ:
"5 ძირითადი წესი, რომლის დაცვითაც შევძელი ზედმეტი კილოგრამების მოშორება, სხეულის გაჯანსაღება და ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიზიარებთ ამ წესებს, რომ თქვენც დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში და გააუმჯობესოთ განწყობა და გარეგნობა:
8:00 ადგომა. დიდი ჭიქით ვსვამ ლიმონიან თბილ წყალს.
საუზმეს ვტოვებ (კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან)
დღის განმავლობაში ვსვამ 3, 3.5 ლ წყალს
კვების რაციონიდან ამოვიღე ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები
ბლომად მივირთმევ სალათის ფურცლებისგან დამზადებულ სალათებს + ხორცი, თევზი, ბოსტნეული, თხილეული, მცენარეული რძე
და კიდევ, ვჭამ ორჯერ (ზოგჯერ ერთხელ) დღეში და ვიცავ 18/20 -საათიან დიეტას.
ფიზიკური დატვირთვის მიზნით ყოველდღე დავიწყე სიარული სპორტულ დარბაზში, სადაც 6-7 კმ-ს გავდივარ სარბენ ბილიკზე. ასევე, კვირაში სამჯერ აკვააერობიკა.
ზოგადად, ყოველთვის ძნელად გამომდიოდა ფიზიკური დატვირთვები, მაგრამ სპორტდარბაზში ორკვირიანი სიარულის შემდეგ მივეჩვიე და სიამოვნებით ვვარჯიშობ.
შედეგი, ჩემმა სხეულმა ერთი თვის განმავლობაში სულ სხვა ფორმა მიიღო.
კვირაში ერთხელ ვიღებ დეტოქსის წვენებს - ასე ვივსებ ვიტამინების დეფიციტს, მაკრო და მიკროელემენტების, რომლებიც მრავლადაა ხილში.
ერთდღიანი კურსის შედეგად სასწორი სასიამოვნო კლებას მიჩვენებს ხოლმე.
ძილი და გახდომა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მეცნიერებმა დაადგინეს: სისტემატური უძილობა იწვევს წონის მატებას და ხელს უშლის გახდომას.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდი დამეძინა და გამეღვიძა ანასთან ერთად. შედეგად, მეძინა არანაკლებ 9-10 საათისა, რაც ასევე სასიკეთოდ აისახა ჩემს საერთო მდგომარეობაზე.
ზოგჯერ დაძინება საუკეთესო საშუალებაა ღამით ჭამისგან თავის შესაკავებლად.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვსვამ ჩემს საყვარელ წიწიბურას ჩაის, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს. რაც მთავარია, ჩაის აქვს სასიამოვნო ტკბილი ვანილის გემო, რომელიც გემოთი შვრიის ორცხობილას მოგაგონებთ.
ჩაის მიღების შემდეგ ტკბილეულის მოთხოვნილება მიქრება. ჩაი იმდენად ტკბილია, რომ შაქრის დამატება არ არის საჭირო. ამ სასმელს ჯანმრთელობის სასმელს ეძახიან. წიწიბურას ჩაი სრულიად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი წიწიბურასგან. ამ კულტურის თესლს გააჩნია სულ სხვა შემცველობა და თვისებები."