ნინო გაჩეჩილაძის 5 ყველაზე გამორჩეული როლი: უმშვენიერესი ვარსკვლავის დაუვიწყარი პერსონაჟები - Marao

ნინო გაჩეჩილაძის 5 ყველაზე გამორჩეული როლი: უმშვენიერესი ვარსკვლავის დაუვიწყარი პერსონაჟები

2025-03-26 17:16:29+04:00

ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე 1980 წლის 31 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კატოს როლის შესრულებით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

  • "მიმდინარე მოვლენების შესახებ ჩვენი აზრის დაფიქსირება გვინდოდა, თუმცა რობერტ სტურუამ კარი ჩაგვიკეტა და თეატრში არ შეგვიშვა" - ნინო გაჩეჩილაძე

კარიერა

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებით ქართულ კინოსა და ტელესერიალებში. მისი კარიერა მოიცავს როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ ჟანრებს, რამაც მას განსაკუთრებულ პოპულარობას მოუტანა მაყურებელთა შორის.​

გარდა კინოროლებისა, ნინო გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, სადაც მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მისი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი ნიჭი მას ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად აქცევს ქართულ კულტურულ სივრცეში.

წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა "ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "წვრილვარსკვლავთა ღამე“, "ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ. 

  • "ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო" - ანა ტყებუჩავა იუბილარია: როგორ ულოცავენ მსახიობს დაბადების დღეს 

ninogach

  • "ულამაზესი ხარ" - ნინო გაჩეჩილაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია 

მაგრამ მისი ფილმოგრაფიიდან ყველზე ცნობილი მაინც კატო კირვალიძის როლია... სამი სეზონის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დატოვა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი უსამართლობა გახდა: გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რის აუ­ნა­ზღა­უ­რებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა სხვა ვერ­სია აქვთ სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რებს - აზ­რთა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. 

  • 44 წლის ნინო გაჩეჩილაძის ახალი შთამბეჭდავი კადრები: მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია 

"მსა­ხი­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის შრო­მას პა­ტივს სცემ­დნენ. მე ეს ვერ და­ვი­ნა­ხე. უნ­დათ და­ამ­ტკი­ცონ, რომ შე­უც­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბი არ არ­სე­ბობს... სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი ამა­ზე სა­უ­ბარს ვერ ბე­და­ვენ, პირ­ველ­მა მე ამო­ვი­ღე ხმა და ჩემი გაშ­ვე­ბით თით­ქოს ისი­ნიც გა­აფრ­თხი­ლეს" - ამბობდა მაშინ ნინო. 

ასეა თუ ისე, ნინო გაჩეჩილაძის კარიერაში, კატო კირვალიძესთან ერთად, რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შეგვიძლია გავიხსენოთ.

ნინო გაჩეჩილაძის 5 ყველაზე გამორჩეული როლი

  • „ჩემი ცოლის დაქალები“- კატო კირვალიძე;
  • „წვრილვარსკვლავთა ღამე“ - თამრიკო;
  • „ტაქსი“ - ნიცა;
  • „ჯაყო - ხვალ ომი იქნება“ - მარგო;
  • „ჰაჯი-მურატ“ - სოფიათი.

პირადი ცხოვრება

44 წლის მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია. “რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.