სერიალით მოსული პოპულარობა, გამორჩეული გარეგნობა და ამბები ეკრანს მიღმა: გაიცანით უფრო ახლოს ანანო სირბილაძე - Marao

სერიალით მოსული პოპულარობა, გამორჩეული გარეგნობა და ამბები ეკრანს მიღმა: გაიცანით უფრო ახლოს ანანო სირბილაძე

2025-03-28 16:34:36+04:00

ანანო სირბილაძე სერიალში - "იდეალური დედა" მოწესრიგებული ქალის და მკაცრი დედის - ელენეს როლს ასრულებდა. მისთვის ეს პირველი როლი არ იყო, თუმცა სამსახიობო სფეროში გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული.

ანანო მაყურებელმა პირველად წლების წინ, სერიალ "შუა ქალაქში" იხილა, სადაც ის ნატოს როლს ასრულებდა. 

  • ცნობილი მშობლები, 24 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი და 1 შვილი - ჯაბა კილაძის პორტრეტი 

ბავშვობა

"ბავშვობაში დამოუკიდებლობა მინდოდა. სტუდენტობისას ერთი სული მქონდა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დამესრულებინა, რომ მუშაობა დამეწყო. მსურდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მეკეთებინა. ახლა მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ვარ, ცხოვრებაში რაღაცებისთვის მიმიღწევია... შეიძლება, მწვერვალებს ვერ ვწვდები, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმისკენ მივდივარ, რაც მინდა, რაც ნაწილობრივ შესრულებული მაქვს... მინდოდა, სამაგალითო შვილი ვყოფილიყავი. ჩემს მშობლებს არაერთხელ უთქვამთ - ძალიან კარგი შვილი ხარო. ჩემთვის ეს ყველაზე მაღალი დონის შექება იყო" - ამბობდა ანანო ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • ცხოვრებისეული გამოცდები, წარუმატებელი ქორწინება და ხალხის დიდი სიყვარული: თაკო აბაშიძის პორტრეტი 

ANANO

  • "მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებაზე 

კარიერა

ანანო თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში სწავლობდა. შემდეგ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა, მაგრამ მერე დიდი პაუზის აღება მოუწია და საქმიანობის სულ სხვა სფეროში გადავიდა. 

ამ პერიოდის განმავლობაში პიარის სფეროში მუშაობდა. როდესაც თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი "თბილისი 2015" ჩატარდა და ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში პირველად ჩამოიტანეს, ამ ისტორიის მონაწილეც გახდა. მანამდე, ერთ-ერთ ტელევიზიაში ჟურნალისტადაც მუშაობდა და შუადღის გადაცემის თანაწამყვანი იყო.

anano

  • "პირ­ვე­ლად კინო იქ ვნა­ხე, მთა­ში. კა­ლო­ზე გა­შა­ლეს... თეთ­რი ზე­წა­რი ჩა­მო­კი­დეს და ელო­დე­ბოდ­ნენ და­ღა­მე­ბას" - თემურ ბაბლუანი 

"იდეალური დედა"

სტუდია "TV 11"-თან ურთიერთობა ანანოს ადრეც ჰქონდა. მათი თანამშრომლობა სერიალიდან - "შუა ქალაქში" დაიწყო... შემდეგ კასტინგის მენეჯერმა დაურეკა, მივიდა და მალევე გადაწყდა, რომ სერიალში ელენეს როლს შეასრულებდა.

რეალურ ცხოვრებაში ანანოს ერთი შვილი, ქეთი გელოვანი ჰყავს. 

"სასწაული"

"15 წლის ვიყავი. სოფელში მამამ სახლი ააშენა. ქვედა სართული მთლიანად დაასრულა, ზედას აკეთებდა. ვუთხარი, - ზედა სართულზე ავალ, ჩემს ოთახს ვნახავ-მეთქი. გამაფრთხილა - იატაკი სანახევროდაა დაგებული, არ ჩამოვარდეო. - არ ჩამოვარდები, ამხელა გოგო ვარ-მეთქი... ავედი და მართლა არ ჩავვარდი? ქვემოთ ბებია-ბაბუის საძინებელი ოთახი იყო, სადაც უამრავი რამ ეწყო. შეიძლებოდა, კარადაზე ან თუნდაც საწოლის კიდეზე დავცემულიყავი, მაგრამ პირდაპირ საწოლში, რბილად ჩავვარდი. თანდათან ვიაზრებდი, როგორ გადავრჩი... ახლაც რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის."