ნინო ლეჟავას დაუვიწყარი როლი "ჩცდ"-ში და ცხოვრება ეკრანს მიღმა: "ბინა არც ახლა მაქვს - არ გავჩერდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ბინა მქონდეს" - Marao

ნინო ლეჟავას დაუვიწყარი როლი "ჩცდ"-ში და ცხოვრება ეკრანს მიღმა: "ბინა არც ახლა მაქვს - არ გავჩერდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ბინა მქონდეს"

2025-03-31 15:31:05+04:00

მსახიობი ნინო ლეჟავა რადიოს ფორტუნას რუბრიკის სტუმარია, სადაც პროფესიასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული უსაქმურობაა - ძალიან რთულია არაფრის კეთება. კახეთისკენ მაქვს შეძენილი ბინა, ძალიან მიყვარს იქაურობა. ოჯახით რომ წავედი, ყურძნის კრეფა დავიწყე. ძალიან კარგი დრო გავატარე. 

ბინა არც ახლა არ მაქვს.  არ გავჩერდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ბინა მქონდეს. მარტო საქართველოში შეიძლება მუშაობდე რამდენიმე ადგილას და მაინც ახალს ეძებდე. 

ხშირად მითამაშია ისეთი ქალის როლი, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ ყველა როლი ჩემთვის გამორჩეულია. 

ჩემი პრინცი ცხენით არ დადის, ფეხით დადის. მიხარია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ მხვდება, იმიტომ რომ რეჟისორია“ - ამბობს მსახიობი ნინო ლეჟავა.

  • „მხოლოდ საქართველოში შეიძლება სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე“ - ნინო ლეჟავა 

  • "სასაფლაოზე სმა-ჭამას არ მივესალმები, მინახავს, როგორ დადიან გაზის ბალონებით და ჩაქაფულს იქვე ამზადებენ..." - ნინო ლეჟავა 

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავა თეატრისა და კინოს მსახიობია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1997 წელს.

წარმატებული კარიერის მქონე მსა­ხი­ო­ბი ამას­თა­ნა­ვე, 4 ბი­ჭის დე­დაა.

"90-ია­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს უმე­ტე­სად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და უცხო­ეთ­ში წას­ვლის მი­ზე­ზიც უმე­ტე­სად ეს იყო. იმ გა­და­ცე­მა­ში მა­შინ ეს სი­ტუ­ა­ცია ვამ­ხი­ლე, ვთქვი, - რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც შე­იძ­ლე­ბა საქ­მის პოვ­ნა-მეთ­ქი. მა­შინ ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი გა­ის­მა, არ იყო კარ­გი საქ­ცი­ე­ლიო - მი­თხრეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­პა­სუ­ხე - ვი­საც ჩემი მე­გობ­რო­ბის და ნა­თე­სა­ო­ბის რცხვე­ნია, ეს მათი პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი... არ ვთვლი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ამ ჩემი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და­საქ­მე­ბით რამე წა­ვა­გე, პი­რი­ქით.

  • „რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება; შევამჩნიე…რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ მარტომ გავიარე ეს ყველაფერი…“ - ნინო ლეჟავა პირადი ცხოვრების შესახებ 

დღემ­დე ეს პო­ზი­ცია მაქვს და შვი­ლებ­საც მა­გა­ლითს ვაძ­ლევ, ვე­უბ­ნე­ბი - სულ რომ მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდე, სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი გრო­შე­ბის გემო უნდა იცო­დეთ-მეთ­ქი... ამა­ყი ვარ, რად­გა­ნაც ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, რო­მე­ლიც ასე­ვე მსა­ხი­ო­ბია (დღემ­დე თე­ატ­რში ვერ მო­ე­წყო, მე კი­დევ არ ვარ ის კა­ტე­გო­რია, თე­ატ­რე­ბი თხოვ­ნით ჩა­მო­ვი­ა­რო - შვი­ლი და­მი­საქ­მეთ-მეთ­ქი), ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სით და­საქმდა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია და მად­ლო­ბა კომ­პა­ნი­ას ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა მა­ნამ­დე იქ ჯერ პრაქ­ტი­კა, მერე ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა. მე­ო­რე შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, რის უფ­ლე­ბაც აქვთ არას­რულ­წლოვ­ნებს, მუ­შა­ობს. ჩემი 13 და 11 წლის შვი­ლე­ბი კი, სა­ა­მი­სოდ ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩემი და მათი უფ­რო­სი ძმე­ბის მა­გა­ლი­თი მათ­ზე კარ­გად იმოქ­მე­დებს..." - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.