2 მაისს დევიდ ბექჰემი 50 წლის ხდება - ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დაბადების დღის აღნიშვნა ნაადრევად გადაწყვიტა და წვეულებაზე მეგობრებიც დაპატიჟა:
ლიონელ მესი, ლუის სუარესი , ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი - ბარსელონას ყოფილი ვარსკვლავები წვეულებაზე მეუღლეებთან ერთად გამოჩნდნენ.




დევიდ ბექჰემი
ბექჰემის კარიერა დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედში“, 17 წლის ასაკში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1995 წელს შედგა. პირველივე სეზონში პოლ სქოულზთან, ფილ და გარი ნევილებთან და ნიკი ბატთან ერთად თავი დაიმკვიდრა ძირითად გუნდში. 1996–97 წლების სეზონში პირველივე მატჩში „უიმბლდონის“ წინააღმდეგ თავი გოლით გამოიჩინა.
2001 წელს ის მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2002 წელს კი უეფას თასის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
2003 წლის ზაფხულში ბეკჰემი 24,5 მილიონ ფუნტად „რეალ მადრიდში“ გადავიდა. მადრიდში მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა 2007 წელს. ამავე წლის ზაფხულის დასაწყისში მან „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ დადო კონტრაქტი. ამერიკაში ფეხბურთის თამაშის შემდეგ ბეკჰემი კვლავ ევროპას დაუბრუნდა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ დაასრულა. ის ფრანგულ კლუბს 2013 წლის იანვარში სეზონის ბოლომდე შეუერთდა და დაეხმარა მოეპოვებინა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 19 წლიანი შესვენების შემდგომ.
სანაკრებო კარიერა
ეროვნულ ნაკრებში ბექჰემის დებიუტი შედგა მოლდოვასთან. 1998-ის პირველი ორი მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მაგრამ ძირითადში ითამაშე მესამე, გადამწყვეტი მატჩი კოლუმბიასთან, რომელიც ინგლისმა 2–0 მოიგო და ბექჰემმა საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.
2000 წელს ის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ინგლისის გავარდნის შემდეგ, 31 წლის ასაკში ინგლისის გუნდის კაპიტნობას თავი დაანება.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები
1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.
1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. „იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, − განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა.