ვიქტორია ბექჰემი "წლის ქალი" გახდა: მნიშვნელოვანი ჯილდო და ემოციური სიტყვები დევიდ ბექჰემისგან - Marao

ვიქტორია ბექჰემი "წლის ქალი" გახდა: მნიშვნელოვანი ჯილდო და ემოციური სიტყვები დევიდ ბექჰემისგან

2024-11-07 11:23:09+04:00

ვიქტორია ბექჰემი მოდის ეტალონია რომ არის, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. მისი ყოველი გამოჩენა აღტაცებას იწვევს საზოგადოებაში. დევიდ ბექჰემის მეუღლე მუდამ მიბაძვის ობიექტია.

გამონაკლისი არც ახალი ფოტოსესია იყო. ცოტა ხნის წინ, 50 წლის დიზაინერმა Harper’s Bazaar-ისთვის არაერთი დახვეწილი და გემოვნებიანი „ლუქი“ მოირგო. ჟურნალმა იგი "წლის ქალად დაასახელა".

"დიდი პატივია მივიღო Harper's Bazaar-ის წლის ქალის ჯილდო... ძალიან მიყვარხართ!! გმადლობთ თქვენი ლამაზი სიტყვებისთვის და ჩემს გვერდით ყოფნისთვის. ვამაყობ ჩემი გუნდით. ეს მხოლოდ დასაწყისია!!" - წერს ვიქტორია. 

  • "ვამაყობ, რომ ასეთი საოცარი ადამიანი ხარ, ყველაზე ლამაზი ღიმილით" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი იუბილარია 
  • "25 წელი... არ მჯერა, რომ ეს კაბა ისევ მეტევა" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების საკულტო ფოტოსესია წლების შემდეგ 

წარმატება მას მეუღლემ, დევიდ ბექჰემმაც მიულოცა: "ვამაყობ" - დაწერა მან. 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები 

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.

"ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით. მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ, რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე".

პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.

„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.

ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."