"საოცრად ნაზია შიგნიდან და ხრაშუნა შოკოლადის გარსითაა გაფორმებული" - ხაჭოს პასკის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან - Marao

"საოცრად ნაზია შიგნიდან და ხრაშუნა შოკოლადის გარსითაა გაფორმებული" - ხაჭოს პასკის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან

2025-04-08 12:00:46+04:00

მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში კერძების რეცეპტებს ხშირად აზიარებს. ამჯერად ის ხაჭოს პასკის რეცეპტს აქვეყნებს:

მომზადება:

1. შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავამატოთ საკვები საღებავი სასურველი ფერის მისაღებად და ჩავასხათ ფორმაში. მაცივარში შევდგათ გასამაგრებლად.

2. კვერცხის მასა კვერცხის გულები, ნაღები, ვანილი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში და მუდმივად ვურიოთ. ავადუღოთ და 30-40 წამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაციოთ.

3. კენკრის ფენა კენკრას მოვაყაროთ შაქარი, წამოვადუღოთ და დავამატოთ სახამებელი, რომ მასა შესქელდეს. გავაციოთ. 

4. ხაჭოს მასა ხაჭო საცერზე დავტოვოთ 3-4 საათით, რათა ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს. შემდეგ ბლენდერში მოვათავსოთ კარაქთან ერთად და 3-4 წუთის მანძილზე ვთქვიფოთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩავამატოთ გაგრილებული კვერცხის მასა და კარგად ავურიოთ. 

  • "ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ძალიან საინტერესო გზა გამოვიარეთ" - ლიკა კვარაცხელიას მეუღლე იუბილარია 

5. შეკრება მზა ხაჭოს მასა მოვათავსოთ შოკოლადის ფორმაში, დავამატოთ კენკრის ფენა და ზემოდან ისევ ხაჭო. გავიმეოროთ 2 ან სამჯერ. დავადოთ თეფში და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით.

Voilà! დილით მაცივარში ულამაზესი და არომატული ხაჭოს პასკა დაგხვდებათ, რომელიც საოცრად ნაზია შიგნიდან და ხრაშუნა შოკოლადის გარსითაა გაფორმებული. მიირთვით სიამოვნებით! 

  • უცხოელი ვარსკვლავების ქართველი ორეულები 

ლიკა კვარაცხელია

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი: იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად. ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით" - იხსენებდა ლიკა.

  • "მარტივი და ლამაზი" - ანა შელიას შთამბეჭდავი ფოტოსესია 

მეუღლის გაცნობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში მურთაზ შელიაც საუბრობდა:

"ალ­ბათ, ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა, "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი. მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-მეთქი. მწვრთნე­ლი გა­ოც­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა. ლონ­დო­ნი–თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი, გამ­თე­ნი­ის 6 სა­ათ­ზე, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, 7 სა­ათ­ზე ქორ­წი­ლი და­ი­წყო და 12 სა­ათ­ზე მე და ლიკა უკან, თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში გავფრინ­დით. მწვრთნელ­მა ეს რომ გა­ი­გო, გა­ოც­და, გა­ზე­თებ­მა და­წე­რეს, შე­ლი­ამ 5 000 კმ იფ­რი­ნა და მან­ჩეს­ტერ­ში 10 სა­ათ­ში ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დაო..."

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს.