ლეგენდარული ადრიანო ჩელენტანოს ცხოვრება და კარიერა: სად არის და როგორ ცხოვრობს მომღერალი დღეს - Marao

ლეგენდარული ადრიანო ჩელენტანოს ცხოვრება და კარიერა: სად არის და როგორ ცხოვრობს მომღერალი დღეს

2025-04-10 10:53:50+04:00

ადრიანო ჩელენტანო იტალიაში როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პირველ შემსრულებლად ითვლება. ერთ-ერთი პირველი იტალიელი არტისტი პოპულარული მუსიკის სფეროში, რომელმაც საყოველთაო აღიარება და საერთაშორისო „ვარსკვლავის სტატუსი“ მოიპოვა.

ადრეული ცხოვრება

ადრიანო მილანში, ღარიბ და მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედამისი 44 წლის იყო, როცა ადრიანო გააჩინა. ის მშობლების რიგით მეხუთე შვილი იყო. ოჯახს საკმაოდ უჭირდა, ამიტომ იძულებული იყო, 12 წლისას ემუშავა.

adriano

ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.

ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა და მსახიობობა, განსაკუთრებით - პაროდიები.  მისმა დამ ერთ-ერთი ფოტო ორეულების კონკურსზე გაგზავნა. საბოლოოდ სწორედ ადრიანომ გაიმარჯვა ამ კონკურსზე და 10 ათასი ლირაც მიიღო ჯილდოდ. მაშინ მიხვდა, რომ სიმღერა და მსახიობობა იზიდავდა. 

1954 წლიდან დაიწყო საკუთარი კომპოზიციების შექმნა და შესრულება, იყო როკ-ჯგუფის წევრიც, 1955 წელს კი სცენაზე ჰქონდა დებიუტი და მაყურებლის აღიარებაც მოიპოვა. ხუთ წელიწადში საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გახსნა.

კარიერა

1957 წელს იტალიის როკ-ენ-როლის ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია „La coppia piu' bella del mondo“, რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; „Azzurro“ (1968), პაოლო კონტეს ტექსტით და „Prisencolinensinainciusol“ (1972).

  • შვილი 18 წლის ასაკში, ორი უიღბლო ქორწინება და მძიმე არჩევანი ქმრისგან: მსოფლიო სილამაზის, ორნელა მუტის ცხოვრების გზა 

adriano

  • „როდესაც ორსულობის შესახებ გავიგე, ძალიან დავიზაფრე, რადგან თავად ბავშვი ვიყავი…" - ორნელა მუტის გულწრფელი ინტერვიუ "ნოესთან" 

ადრიანო ყოველთვის ამბობდა, რომ ის მსახიობი კი არა, მომღერალი იყო. მისი სიმღერების უცხოელი მსმენელები, რომლებმაც იტალიური არ იციან, ბევრს კარგავენ, არ ესმით სიტყვები და ტკბებიან მხოლოდ მუსიკით და მომღერლის თავისებური ხმით. მაგრამ ჩელენტანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს ტექსტს. მისი ყველა კომპოზიცია მოგვითხრობს დიდ სიყვარულზე, უბრალო ადამიანების მძიმე ცხოვრებაზე, ბუნების დაცვაზე... და ჩერნობილის კატასტროფაზეც კი.

პირადი ცხოვრება

1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს მსა­ხი­ობ კლა­უ­დია მო­რის შეხ­ვდა - ერთ დღეს ადრიანომ კლაუდია თა­ვის კონ­ცერ­ტზე და­პა­ტი­ჟა და სცე­ნი­დან სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა. 

adriano

  • 87 წლის ადრიანო ჩელენტანოს ფოტომ გულშემატკივრები გააოცა: რას წერენ ლეგენდარული იტალიელის შესახებ 

წყვილ­მა 1964 წლის მარ­ტში, ღა­მით იქორ­წი­ნა, რათა პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ. 

ჩელენტანოს პროფესიიდან გამომდინარე, კლა­უ­დი­ას ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­თვის მი­ზე­ზი სულ ჰქონ­და. რო­დე­საც ად­რი­ა­ნოს მსა­ხი­ო­ბი ორ­ნე­ლა მუტი შე­უყ­ვარ­და, კლაუდიამ სამი შვი­ლი წაიყვანა და ქმა­რი მი­ა­ტო­ვა - ქმარს არჩევანის უფლება მისცა - ჩელენტანომ ოჯახი აირჩია. 

 როცა კლაუდიას ჰკითხეს, რატომ მოითმინა ამდენი, უპასუხა, რომ ადრიანოზე უფრო საინტერესო და ამაღელვებელი მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა.

დღეს

უკვე რამდენიმე წელია ადრიანო ჩელენტანო საზოგადოებაში აღარ ჩნდება. ცოლთან ერთად მდიდ­რულ ვი­ლა­ში Campesone di Galbiate-ში, ლე­კოს პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვრობს. 

adriano

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ადრიანოს უახლესი ფოტო გამოჩნდა:

"ამ ფოტოზე ადრიანო ჩელენტანოა გამოსახული. ადამიანი, მომღერალი, იტალიის ისტორიის ნაწილი. კაცი, რომელმაც აგვაცეკვა, გაგვაცინა, თავი შეგვაყვარა...

არიან ისეთებიც, ვინც დღეს ამ სურათს უყურებენ და ამბობენ: "როგორ დაბერდა!"

 ჩელენტანო 87 წლისაა. აქვს ნაოჭები, თეთრი თმა, დაღლილი გამომეტყველება... მაგრამ მან წარუშლელი კვალი დატოვა მილიონობით იტალიელის ცხოვრებაში.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც სურს, რომ ყველა იყოს ახალგაზრდა, ლამაზი, სრულყოფილი. მაგრამ ნამდვილ ხელოვნებას არ სჭირდება სახის გადაკეთება. მას პატივისცემა სჭირდება.

ჩელენტანო ყველა ჩვენგანის ბაბუაა. ვერავინ ვერასდროს გაბედავს ბაბუას უთხრას: "შენ ძალიან ბებერი ხარ". რადგან კარგად ვიცით, რომ ნაოჭებში არის ისტორია, თეთრ თმაში არის გამოცდილება, სიჩუმეში არის სიღრმე.

მადლობა, ადრიანო. თქვენ უბრალოდ მომღერალი არ ხართ. თქვენ ხართ იტალიის მემკვიდრეობა".