საკითხი, თუ ვინ არის ყველა დროსი საუკეთესო მსახიობი ქალი, ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია დაადგინო, ვინ მსახურებს "საუკეთესოს" ტიტულს, თუმცა მარტივად შეგვიძლია დავასახელოთ ის მსახიობები, რომლებმაც კინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:
1950-60-იანი წლების კინემატოგრაფია ხშირად მიიჩნევა კინოს „ოქროს ხანად“ ბევრ ქვეყანაში. 1950-60-იან წლებში ამერიკულ და ევროპულ კინოში ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული და ესთეტიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა. ეს პერიოდი ერთგვარი გარდამავალი ეტაპია კლასიკური კინოდან თანამედროვე კინემატოგრაფიისკენ.
ამ პერიოდმა აშშ-ში გზა გაუხნსა "New Hollywood"-ს - მაყურებლის გემოვნების შეცვლა, დამოუკიდებელი კინემატოგრაფების გაძლიერება (Easy Rider, Bonnie and Clyde). ევროპაში კი ეს არის ფრანგული ახალი ტალღისა და ბრიტანული "Free Cinema"-ს პერიოდი.
ამ სტატიაში გთავაზობთ ამ ეპოქის 3 მთავარ ქალს - მსახიობებს, რომლებმაც შექმნეს ეს ეპოქა და აქციეს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ხანად.
1960-იანი წლების სექსსიმბოლო, ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ჩაცმის სტილითა და დახვეწილი გემოვნებით. ბარდომ ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი გამორჩეული როლებით, გარეგნული სილამაზითა და დახვეწილი სტილით.
დედის მეგობარმა ბრიჯიტი საბალეტო სკოლისთვის გადაიღო, რამაც ფრანგული გამოცემის Elle-ის რედაქტორების ყურადღება მიიქცია და მალე ახალგაზრდა ბარდო გარეკანისთვის გადაიღეს.
სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ჰოლივუდში, მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონი პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში".
გარდა წარმატებული კინოკარიერისა, მისი ცხოვრება, რომანები თუ დახვეწილი, ელეგანტური სტილი მუდამ ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო. მსახიობი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა მოდის ჩვენებასა თუ სახლს. მისი რჩეული კი მუდამ კრისტიან დიორი იყო. ერთ-ერთი საკულტო ფოტოც სწორედ დიორის მაღაზიაშია გადაღებული, როდესაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა.
სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.
თენგიზ აბულაძის 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე" სოფიკო ჭიაურელმა "ფუფალას" როლი ითამაშა და ფილმის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ფილმმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. გამორჩეული იყო "ნატვრის ხის" ჩვენება აშშ-ში, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სცენაზე ასული სოფიკო ჭიაურელი მაყურებელმა ვერ იცნო.