ქალები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ბრიჯიტ ბარდო, სოფიკო ჭიაურელი, სოფი ლორენი - Marao

ქალები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ბრიჯიტ ბარდო, სოფიკო ჭიაურელი, სოფი ლორენი

2025-04-11 11:24:44+04:00

საკითხი, თუ ვინ არის ყველა დროსი საუკეთესო მსახიობი ქალი, ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია დაადგინო, ვინ მსახურებს "საუკეთესოს" ტიტულს, თუმცა მარტივად შეგვიძლია დავასახელოთ ის მსახიობები, რომლებმაც კინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:

  • სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი კადრები და ცხოვრების საინტერესო ამბები

1950-60-იანი წლების კინემატოგრაფია  ხშირად მიიჩნევა კინოს „ოქროს ხანად“ ბევრ ქვეყანაში. 1950-60-იან წლებში ამერიკულ და ევროპულ კინოში ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული და ესთეტიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა. ეს პერიოდი ერთგვარი გარდამავალი ეტაპია კლასიკური კინოდან თანამედროვე კინემატოგრაფიისკენ.

ამ პერიოდმა აშშ-ში გზა გაუხნსა "New Hollywood"-ს - მაყურებლის გემოვნების შეცვლა, დამოუკიდებელი კინემატოგრაფების გაძლიერება (Easy Rider, Bonnie and Clyde). ევროპაში კი ეს არის  ფრანგული ახალი ტალღისა და ბრიტანული "Free Cinema"-ს პერიოდი. 

ამ სტატიაში გთავაზობთ ამ ეპოქის 3 მთავარ ქალს - მსახიობებს, რომლებმაც შექმნეს ეს ეპოქა და აქციეს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ხანად. 

ბრიჯიტ ბარდო

bridgite

1960-იანი წლების სექსსიმბოლო, ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ჩაცმის სტილითა და დახვეწილი გემოვნებით. ბარდომ ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი გამორჩეული როლებით, გარეგნული სილამაზითა და დახვეწილი სტილით. 

დე­დის მე­გო­ბარ­მა ბრი­ჯი­ტი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის­თვის გა­და­ი­ღო, რა­მაც ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის Elle-ის რე­დაქ­ტო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და მალე ახალ­გაზ­რდა ბარ­დო გა­რე­კა­ნის­თვის გა­და­ი­ღეს.

სოფი ლორენი

sofia

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავის თავს უშნოდ თვლიდა: რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო 

სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ჰოლივუდში, მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონი პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში".

  • 100-მდე რომანი, უარი დედობაზე და თვითმკვლელობის მცდელობა - უცნობი ფაქტები ბრიჯით ბარდოს შესახებ 

გარდა წარმატებული კინოკარიერისა, მისი ცხოვრება, რომანები თუ დახვეწილი, ელეგანტური სტილი მუდამ ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო. მსახიობი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა მოდის ჩვენებასა თუ სახლს. მისი რჩეული კი მუდამ კრისტიან დიორი იყო. ერთ-ერთი საკულტო ფოტოც სწორედ დიორის მაღაზიაშია გადაღებული, როდესაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა.

სოფიკო ჭიაურელი

sofiko

სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის 1976 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში "ნატ­ვრის ხე" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა "ფუ­ფა­ლას" როლი ითა­მა­შა და ფილ­მის ბრწყინ­ვა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფილმმა არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო ჯილ­დო. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო "ნატ­ვრის ხის" ჩვე­ნე­ბა აშშ-ში, ჩი­კა­გოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც სცე­ნა­ზე ასუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მაყურებელმა ვერ იცნო.