1960-იანი წლები, მსოფლიო კინოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ათწლეულია. იტალიური, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერის ფილმებს გვთავაზობს...
თუ, 50-იანების ჰოლივუდში მამაკაცის სიძლიერეზე მისი ემოციური თავშეკავება გამოხატავდა, 60-იანების დასავლური კინოსთვის მგრძნობიარე და ემოციური გმირია მნიშვნელოვანი.
1960-იანი წლები ქართული კინოს ოქროს ხანაა.
ალენ დელონი

ალენ დელონი, ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურა, რჩება "ანტიგმირის" არქეტიპის სინონიმად - მორალური ორაზროვნებით, ემოციური სირთულით და უდავო მიმზიდველობით განსაზღვრული პერსონაჟი. მისმა ცივმა, გასაოცარმა და იდუმალებით მოცულმა სილამაზემ საშუალება მისცა, ყველაზე ბნელი პერსონაჟებიც კი მომხიბვლელ ფიგურებად გადაექცია.
Purple Noon- ში დელონი განასახიერებს გმირს, რომელიც სახიფათო ხარვეზების მიუხედავად, წარმოუდგენლად მიმზიდველია. სილამაზის, იდუმალებისა და საფრთხის უნიკალურმა ნაზავმა მიიპყრო ისეთი რეჟისორების ყურადღება, როგორებიც არიან ჟან-პიერ მელვილი და ლუჩინო ვისკონტი (როკო და მისი ძმები - Rocco et ses frères).
კლინტ ისტვუდი

კარიერა დაიწყო როგორც ვესტერნების ჟანრის მსახიობმა, სახელი გაითქვა სერჯიო ლეონეს ფილმებში მონაწილეობით. როგორც რეჟისორს, მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ოსკარი. 1967 წლიდან ფლობს საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას Malpaso.
პირველი როლი ჰოლივუდში პროფესიით პიანისტმა ისტვუდმა 1955 წელს მიიღო, ცნობილი კი ვესტერნის ჟანრის კინოსურათებით გახდა.
ბოლო ფილმში, რომლის რეჟისორიც თავად იყო, მსახიობმა 2018 წელს ითამაშა და ომის 90 წლის ვეტერანის როლი შეასრულა.
ოთარ კობერიძე
მისი პირველი ფილმი იყო ნიკოლოზ შენგელაიას „შავი მთები“, სადაც პარტიზანს თამაშობდა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი სურათი ბესარაბიელებზე. მაშინ კობერიძე მერვე კლასში იყო. ფილმის შემდეგ ჩარიცხეს კინოსამსახიობო სტუდიაში, პირველ კურსზე. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს სტუდიაში.
„ბაში-აჩუკში“ გადაღებამდე ოთარ კობერიძემ მოასწრო ბესარაბიელი პარტიზანის როლის შესრულება ნიკოლოზ შენგელაიას “შავ მთებში” (1941 წ.), მოხალისედ წასვლა მეორე მსოფლიო ომში, ომიდან დაბრუნების შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა. იმუშავა ჯერ სოხუმის, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში, თუმცა, როგორც კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, მსახიობის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „ბაში-აჩუკის“ მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში განსახიერებული როლი რომანტიკული გმირისა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა სტალინის ეპოქისათვის დამახასიათებელ ჰეროიკულ, საბჭოურ მონუმენტურ სტილთან.