ნუკა ყარალაშვილს არაერთი წელია, რაც საზოგადოება კარგად იცნობს, მან „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა და ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა.
„მის საქართველოს“ გვირგვინი ნუკას ბავშვობის ოცნება იყო. კონკურსში პირველად ჩვიდმეტი წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ტოპ ხუთეულში მოხვდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გაიმარჯვა. თუმცა იმ მომენტში საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა მისთვის ძალიან დდი წარმატება იყო. კონკურსში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა.

"ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, პირველად ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. თავიდან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს გარშემო ბედნიერ სახეებს ვხედავდი. რაღაც დრო რომ გავიდა, მერე უფრო მივხვდი, რა მოხდა და პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ადრე ქუჩაში ისე გავსულვ არ, ფორმაში არ ვყოფილვარ. ახლა ყოველთვის მოწესრიგებული ვარ, მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გამოვდივარ. ინტერნეტში ჩემს გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურნენ და ეს ყველაზე ძალიან მიხარია" - იხსენებდა ნუკა.
მისი სიმაღლე 179 სმ-ია, თმის ფერი — შავი. ნუკა ყარალაშვილი ცნობილია თავისი ელეგანტური სტილითა და დახვეწილი გარეგნობით. ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში 16 წლიდან აქტიურადაა ჩართული. ის თანამშრომლობდა მილანში მდებარე სააგენტო THE ONE MODELS-სთან და მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მოდის კვირეულებზე, როგორიცაა რომის მოდის კვირეული. ასევე, მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Donna Karan, Chloé და Just Cavalli, შოუებზე. მისი კარიერა მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს, რაც მას ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მოდელად აქცევს.
პირადი ცხოვრება
ნუკას ყოფილი ქმარი ტყეშელაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა.
ნუკა ყარალაშვილმა და ზაზა ტყეშელაშვილმა ჯვარი შიომღვიმის მონასტერში დაიწერეს, სადაც უახლოესი მეგობრები და მეჯვარეები ახლდათ. ნუკას ჯვრისწერაზე თამუნა ინგოროყვას დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. .წყვილმა ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღნიშნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნუკა მეუღლეს დაშორდა, თუმცა წყვილს ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია და არც ინფორმაცია დაუდასტურებია.

ნუკა ყარალაშვილი ცნობილია თავისი დახვეწილი და ელეგანტური სტილით. ის უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ და ყოველდღიურ სტილს, იშვიათად ჩნდება სპორტული სამოსით. მოდელი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში და ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრშიც.