ხვიჩა და პატარა დამიანე - ნიცა თავაძე მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს - Marao

ხვიჩა და პატარა დამიანე - ნიცა თავაძე მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს

2025-04-12 23:18:08+04:00

ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასა და პატარა დამიანეს ფოტოს აქვეყნებს. ფოტო უამრავ დადებით კომენტარს იმსახურებს.

nitsa

ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

  • "დედის ასლია" - დამიანე კვარაცხელიას ფოტოები პარკ-დე-პრენსის სტადიონიდან 

ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კვარაცხელია რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. 

 2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა. 

  • "ვინ უფრო ლამაზია" - ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო ფოტოები 

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

ნიცა თავაძის პორტრეტი 

ნიცა თავაძეს მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი - ნიცამ 2022 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მოუწია ქვეყნის დატოვება და მომავალ მეუღლესთან ერთად იტალიაში წასვლა.

  • "პატარა გულშემატკივრები" - მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებენ 

“ნიცა სამედიცინოს სტუდენტია, რომელიც ამიერიდან ნეაპოლში ცხოვრობს და სწავლას იტალიაში აგრძელებს. ნიცა მუდამ კვარას გვერდითაა. აი ასეთი გოგოა ნიცა, ხვიჩას სულ ამხნევებს და მუდამ სტადიონზეა. სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს და მასთან ერთად უხარია გუნდის წარმატება. ნიცას საქციელი მართლაც დასაფასებელია” – წერდა ერთ-ერთი იტალიური მედია ჯერ კიდევ მაშინ, როცა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო. 

ნიცას გვერდით ხშირად ჩანან მისი ოჯახის წევრები - ნიცას დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ.

ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა თავაძე, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით. ნილა მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის დის გვერდითაა.