მსოფლიოში პოპულარული შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" პირველად BBC One-ის მაყურებელმა 2004 წელს იხილა. მას შემდეგ პროექტის ანალოგი არაერთმა ქვეყანამ შექმნა, მათ შორის იყო საქართველოც.
2012 წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მაყურებელი ტელეეკრანებს ჩვენს ქვეყანაშიც მიაჯაჭვა. საოცარი შოუ, ბრწყინვალე სანახაობა და კონკურსის ელემენტი ამ პროექტს განსაკუთრებულად აქცევს. სწორედ ამიტომაა, რომ https://marao.ge/article/42431-cecxlovani-propesionali-tmami-top-7-mocekvave-kali-sakartveloshi/ - მაყურებელს თავი დაამახსოვრეს და შეაყვარეს.
ამ სტატიაში ამ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მოცეკვავეებს უფრო ახლოს გაგაცნობთ:
ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
მამა, ვალერი ბარ-გნარი, საქართველოში გაიზარდა. დედა - ვერა ვარდაევა, აზერბაიჯანელია. ჯულიანას ბაბუა ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა. საიდანაც გამოიქცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. თბილისში დასახლდა და მას შემდეგ საქართველოში ცხოვრობენ.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.
2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი.
მოცეკვავე ანნა ბირთველიშვილი მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სეზონიდან გაიცნო.
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთგვარი პრესტიჟია. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა, როგორ გავართმევდი თავს ამ გამოწვევას და ამიტომ, როდესაც ტელეკომპანია „იმედისგან“ შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ეკრანი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას თან დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს და ცოტას ვნერვიულობდი კიდეც" - ამბობდა ანი.
ლიკა ლაბაძემ სახელი პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სამორისთან ერთად მოპოვებული პირველი ადგილით გაითქვა. ამერიკული პროექტის ქართული ანალოგის ფინალში ლიკასა და სამორის წყვილი გიგი გაჩეჩილაძისა და თიკო სადუნიშვილის წყვილს დაუპირისპირდა.
მოცეკვავე ელენე დავითაია ტელემაყურებელმა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტის სეზონში ელენე ნიკო ნანიტაშვილის მეწყვილე გახლდათ. წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა...
ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროფესიონალი მოცეკვავე ირა კვიტინსკაიამ მალევე შეძლო მაყურებლისთვის თავის შეყვარება. ის და მისი მეწყვილე, სპორტსმენი გიგა კვეტენაძე, პროექტის სამ ფინალისტს შორის მოხვდნენ, ამის შემდეგ კი ირას კარიერა თუ პირადი ცხოვრება განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
"ჩემთან შრომის გარეშე არაფერი მოსულა. შრომის ხარჯზე ნამდვილად იღბლიან ადამიანად ვგრძნობ თავს. მე 90-იან წლებში დავიბადე და გაჭირვების პერიოდში, რაიონში ვისწავლე ის, რამაც დიდი წარმატება მომიტანა. ამას შრომოსმოყვარეობისა და გამძლეობის გარეშე ვერ გააკეთებ. ფსიქოლოგიური სტრესი, გაჭირვება, ეს გავლენას ახდენს ადამიანზე" - იხსენებდა ვერკა ჯაჯანიძე.