გავიხსენოთ ჰოლივუდის ოქროს ხანის გამორჩეულ ვარსკვლავები - ეს მსახიობები სიცოცხლის განმავლობაშივე ლეგენდებად იქცნენ. მათ თაყვანს სცემდნენ, კერპებად აქცევდნენ, შურდათ და ბაძავდნენ...
შვედი მსახიობი ინგრიდ ბერგმანი იყო სამგზის "ოსკარის" და "დავით დი დონატელოს", ოთხგზის "ოქროს გლობუსის" და ორგზის "ემის" მფლობელი.
ბერგმანი აღმერთებდა იტალიელი რეჟისორის რობერტო როსელინის ფილმებს. 1949 წელს მან წერილი მისწერა როსელინის და თანამშრომლობა შესთავაზა. ასე აღმოჩნდა ბერგმანი ფილმში „სტრომბოლი, ღმერთის მიწა“. გადაღებებისას როსელინისა და ბერგმანს ერთმანეთი შეუყვარდათ.
გრანტი ინგლისელი თეატრისა და ჰოლივუდის მსახიობი იყო. ცნობილი იყო თავისი ტრანსატლანტიკური აქცენტით. იგი ჰოლივუდის კლასიკური ეპოქის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება. კარიერის მანძილზე უმეტესად თანამშრომლობდა რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკთან.
გრეის კელი 1929 წლის 12 ნოემბერს, ფილადელფიაში დაიბადა. მისი მამა, ჯონ ბრენდან კელი, ნიჩბოსნობის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. გრეისმა ალფრედ ჰიჩკოკის სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ჰიჩკოკი მისი მენტორი გახდა. კინომსახიობის კარიერა მხოლოდ შვიდი წელი გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში გრეის კელიმ ორი "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ჯილდოს მოპოვება მოახერხა.
1956 წელს გრეისი მონაკოს პრინც რენიე III-ზე დაქორწინდა. გაზეთებმა ცერემონიას საუკუნის ქორწილი უწოდეს.
კუპერმა ორჯერ მიიღო ოსკარი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. უმეტესად მონაწილეობდა ვესტერნის, კომედიურ, დრამატულ და კრიმინალური ჟანრების ფილმებში.
ოდრი ჰეპბერნი უამრავი ადამიანისათვის კვლავ სტილისა და სილამაზის ხატად რჩება და ძალიან ბევრ ქალს შთაგონებას აძლევს. იგი გულშემატკივრებს არა მხოლოდ დახვეწილი გარეგნობისა და შესანიშნავი ფიგურის გამო, არამედ სიკეთისა და კარგი ადამიანობის გამო უყვარდათ. ოდრიმ სიცოცხლის ბევრი წელი ქველმოქმედებას მიუძღვნა, კარგად ესმოდა ადამიანების ტკივილის და ცდილობდა, საკუთარი არსებობით სხვები გაემხნევებინა და მოტივაცია მიეცა.
გრეგორი პეკი დაიბადა 1916 წლის 5 აპრილს, სან-დიეგოში. სამი წლის იყო, როცა დედამ მიატოვა. მამა და ბებია ზრდიდნენ. გრეგორი ჯერ სამხედრო აკადემიაში სწავლობდა თუმცა ზურგის ტრავმა მიიღო და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა თავიდან აიცილა. მოგვიანებით ბერკლის უნივერსიტეტში მოხვდა.
სცენაზეც სწორედ უნივერსიტეტის გავლით მოხვდა – სტუდენტურ სპექტაკლში, “მობი დიკის” როლზე ახოვანი მსახიობის სჭირდებოდათ, გრეგორი თავისი სიმაღლით ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იყო.
ნორმა ჯინ ბეიკერი - ეს სახელი დაბადებისას დაარქვეს მას, ვისაც "მე-20 საუკუნის ქალღმერთს" უწოდებდნენ. მერლინ მონრო სიცოცხლეშივე გახდა სექსსიმბოლო და დღემდე რჩება იდეალად ბევრი ქალისთვის. ქერა თმიდან დაწყებული, მის საფირმო წითელ ტუჩებამდე, მერლინ მონრო უდავოდ სახელგანთქმული სილამაზის ხატია.
ბრანდოს სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით, უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე...
მარლონ ბრანდოს არ უყვარდა მშობლებზე საუბარი, თუმცა ერთხელ, ჟურნალ „ნიუ-იორკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, აღიარა, რომ დედა ლოთი ჰყავდა.
1976 წლიდან მარლონ ბრანდოს ბიოგრაფები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობი ფარული ბისექსუალი იყო და მას რომანი ჰქონდა ამერიკული კინოს კიდევ ერთ ლეგენდასთან, კერი გრანტთან. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმის, „უკანასკნელი ტანგო პარიზში” გადაღებების დროს, ბრანდოს რომანი ჰქონდა ფილმის რეჟისორთან, ბერნარდო ბერტოლუჩისთან.
გარბო მუნჯი და ხმოვანი პერიოდის საერთაშორისო კინოვარსკვლავი იყო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი მოხიბლული იყო გრეტა გარბოთი. მსახიობი ჰიტლერის ფავორიტი შემსრულებელი გახდა და მას გერმანიაში ჩასვლასაც სთხოვდა. გრეტამ მოწვევას უარით უპასუხა, შემდეგ კი ინანა და განაცხადა, რომ მისი მოკვლის შესაძლებლობა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა.
ფონდა ჰოლივუდში 6 ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მონაწილეობა მიუღია ბევრ კლასიკურ ფილმში. იგი ასევე ცნობილი ოსკაროსანი მსახიობის, ჯეინ ფონდას მამაა.