მომღერალი ქრისტინე იმედაძე შვილთან, ტაისიასთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს:




ქრისტინე იმედაძის პირადი
ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ქრისტინეს ქორწინებიდან ერთი შვილი - ტაისია ჰყავს.
24 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, 1 შვილი და ტრაგიკული სიყვარული - ქრისტინე იმედაძე იუბილარია
ქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე 1984 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში.
ქრისტინეს პოპულარობა 2000-იან წლებში გაზიარდა, როცა ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო". მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.
სკანდალი და პირველი სიყვარული
ქრისტინეს შესახებ არაერთი ჭორი აგორებულა. ამბობდნენ, რომ მომღერალს ერთ-ერთი ცნობილ ქალის მეუღლესთან ჰქონდა რომანი. თუმცა ქრისტინემ ეს ჭორი ინტერვიუში უარყო:
"საერთოდ, ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო. ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომლებიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზვება. იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია, იმ მეუღლესთან ერთად" - ამბობდა ქრისტინე.
ქრისტინე იშვიათად საუბრობს პირველ სიყვარულზე, სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, კასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..
ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..
უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“ - იხსენებდა ქრისტინე.