"ბოტოქსი პირველად 2023 წლის იანვარში გავიკეთე, 29 წლის ასაკში"- ლიკუნა მეტრეველის სილამაზის რჩევები - Marao

"ბოტოქსი პირველად 2023 წლის იანვარში გავიკეთე, 29 წლის ასაკში"- ლიკუნა მეტრეველის სილამაზის რჩევები

2025-04-16 12:49:47+04:00

ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ვასო ფხაკაძე კი დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იუმორისტია. წლების განმავლობაში ის არაერთი კომედიური შოუს მსახიობი იყო და მაყურებელს თავი სწორედ ამ საქმიანობით შეაყვარა.

  • იურისტი, მოდელი, ინფლუენსერი: ვასო ფხაკაძის მეუღლის, უმშვენიერესი ლიკუნა მეტრეველის ოჯახური ამბები 

ლიკუნა სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს თავის მოვლასთან და სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებს ხშირად უზიარებს:

"რამდენიმე საყვარელი სუნამო მაქვს, მაგრამ parfums de marly-ის Valaya გამორჩეულად მიყვარს. 

  • "ჩვენი დედაშვილური სიყვარულისა და ურთიერთობის მიღმა დიდი მეგობრობა დგას..." - ლიკუნა მეტრეველი შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს 

ბოტოქსი პირველად 2023 წლის იანვარში გავიკეთე, 29 წლის ასაკში. ამ ეტაპზე ვიკეთებ მხოლოდ შუბლს. ვფიქრობ უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს, გაიაროთ კონსულტაცია და ამის მიხედვით განსაზღვროთ საჭიროა თუ არა ბოტოქსი" - ამბობდა ლიკუნა. 

likuna

ლიკუნა მეტრეველის მეუღლე

ლიკუნა მეტრეველმა და ვასო ფხაკაძემ ერთმანეთი „მის საქართველოს" კონკურსზე გაიცნეს და მალე დაოჯახებაც გადაწყვიტეს. წყვილმა ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინა და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერა. ვასოს და ლიკუნას ორი შვილი ჰყავთ.

  • ვასო ფხაკაძის უმშვენიერესი მეუღლის საინტერესო ინტერვიუ: "ჩემი ცხოვრების თანმდევი კითხვაა, მოდელმა იურისტობა რატომ გადავწყვიტე" 

ლიკუნა მეტრეველის ბიოგრაფია

ლიკუნა მეტრეველი დაიბადა და გაიზარდა თელავში, იქ დაამთავრა საჯარო სკოლა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. 

  • "ბრჭყვიალა და გემოვნებიანი" - ლიკუნა მეტრეველის გამორჩეული სტილი 

"ჩემი ცხოვრების თანმდევი კითხვაა, მოდელმა იურისტობა რატომ გადავწყვიტე, თუმცა ასე არ ყოფილა. ჯერ იურიდიულზე ჩავაბარე და შემდეგ, 19 წლისამ, მეორე კურსზე დავიწყე მოდელობა. მგონია, რომ ორივე კარგად გამომდის და ვუთავსებ ერთმანეთს. 

პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება იყო ავთანდილ ცქვიტინიძის, 2012 წელს. მაშინ ჩემთვის ის მიუწვდომელი დიზაინერი იყო. პირველად როცა მნახა, მკითხა, შეიძლება ფეხზე ხელი მოგკიდო, ნამდვილიაო? ძალიან კარგი ჩვენება გვქონდა და ჩემთვის დაუვიწყარია", - ამბობდა ლიკუნა მეტრეველი. 

  • "ამ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წელი დამჭირდა, ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ძალიან ბედნიერი ვარ" - ლიკუნა მეტრეველი