სანამ კვერცხის შეღებვას დავიწყებდეთ, აუცილებელია რამდენიმე წესის გათვალისწინება, რის შემდეგაც თქვენ არა მარტო ლამაზი, არამედ გემრიელი სააღდგომო კვერცხი გამოგივათ:
- შესაღებად გამზადებული კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის;
- სანამ კვერცხის შეღებვას დაიწყებდეთ, კვერცხი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ;
- იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, შეგიძლიათ ის წინასწარ დაამუშაოთ არაყში ან სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით;
- კვერცხი არ უნდა იყოს გაბზარული;
- იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვის დროს არ გაიბზაროს, წყალში ჩაყარეთ მარილი;
- ნუ მოხარშავთ კვერცხს 10 წუთზე მეტხანს, გადახარშული კვერცხი არც გემრიელია და აღარც სასარგებლო;
- ფერის სიხასხასის მისაცემად კვერცხს ხარშვისას დაუმატეთ 1-2 კოვზი ძმარი;
- სიბზინვარის მისაცემად შეღებილი კვერცხი გააპრიალეთ ზეთით;
სააღდგომო კვერცხის შეღებვა – ყველა ოჯახისთვის საყვარელი რიტუალია და მასში ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.