Moody Nails - არატრადიციული საგაზაფხულო მანიკიური ჰეილი ბიბერის სტილში - Marao

Moody Nails - არატრადიციული საგაზაფხულო მანიკიური ჰეილი ბიბერის სტილში

2025-04-18 12:34:03+04:00

ოთხმოცდაათიანი წლების მინიმალიზმისა და სპორტული აქცენტების შესანიშნავი შერწყმა, ჰეილი ბიბერის სტილი არ წყვეტს ჩვენს შთაგონებას. ხშირად გამოყენებული ნეიტრალური ფერების პალიტრა, შავი, თეთრი და კრემისფრის კომბინაციებით, - მისი გარდერობი ძირითადად შედგენილია კარგად მოჭრილი თარგისგან და სანდო კლასიკისგან.

ჩაცმულობის გარდა ჰეილის მანიკიურიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ ცნობილი ინფლუენსერის მიბაძვას. 

manikuri

წელს გაზაფხულის ტენდენცია წესებს ეწინააღმდეგება: დაივიწყეთ კლასიკური პასტელები და საყვარელი ღია ფერები. დელიკატურმა ფერებმა ადგილი დაუთმო ღრმა, უფრო მოდურ და ოდნავ იდუმალ ფერებს. ჩვეულებრივი ვარდისფერისა და იისფრის ნაცვლად, მუქი და მდიდარე ჩრდილი დომინირებს. 

ჰეილი ბიბერმა მოულოდნელი ცვლილება შეიტანა ჩვეულ პალიტრაში  - ამჯერად მან აირჩია მდიდარი იასამნისფერი ჩრდილი ყოველგვარი ბზინვარების გარეშე. ფერი მკაცრი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დახვეწილი აღმოჩნდა. უცვლელი დარჩა ფრჩხილების ფორმა - მოწესრიგებული ნუში, ხელებს უფრო მოხდენილს ხდის. ეს მანიკიური მთლიანად ემთხვეოდა მისი Saint Laurent-ის კაბის ჩრდილს.

  • წლების წინ მისი ფანი იყო, დღეს - ცოლი: ჰეილი ბიბერის ხმაურიანი ცხოვრება, ჭორები და დიდი წარმატება 

heili

  • "მანიკიურის აიქონი" - ჰეილი ბიბერის 10 ყველაზე გამორჩეული დაიზაინი 

ამჯერად, ჰეილის სტილისტმა ზოლა განზორიგმა არ გაიზიარა ლაქის ზუსტი ელფერი, რომელიც გამოიყენა, მაგრამ თაყვანისმცემლები უკვე ეძებენ ამ მანიკიურის გამეორების გზებს.  ფერი იმდენად უნივერსალური აღმოჩნდა, რომ ერგება როგორც ოფიციალურ საოფისე კოსტიუმს, ასევე ყოველდღიურ ლუქსაც. 

  • ბელა ჰადიდის პირველი გადაღება გამოჯანრთელების შემდეგ - შთამბეჭდავი კადრები Orebella - ს კამპანიიდან 

ჯიჯი ჰადიდმა საგაზაფხულო არჩევანი კიდევ ერთი მოდური ფერის - რძიანი მოკას სასარგებლოდ გააკეთა. 9 აპრილს ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას, მოდელი ღია ყავისფერი ლაქით გამოჩნდა, რომელიც კაპუჩინოს მოგაგონებთ. მისი ფრჩხილები მოკლე და ბუნებრივად მრგვალი ფორმის იყო, რაც მანიკიურს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. 

gigi

  • ბრძოლა იშვიათ დაავადებასთან, პლასტიკურ ქირურგია და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ბელა ჰადიდი 

ჯიჯი ჰადიდი

ჯელენა ნურა ჰადიდი 1995 წლის 23 აპრილს ლოს-ანჯელესში დაიბადა და ახლომდებარე სანტა ბარბარაში იზრდებოდა. მისი პირველი გატაცება ცხენოსნობა გახდა. მოდელობა კი სისხლში ჰქონდა: დედამისი, ბევერლი ჰილზის Real Housewives-ის ყოფილი ვარსკვლავი, იოლანდა ჰადიდი, თავად ცნობილი ჰოლანდიელი მოდელი იყო. მამა კი პალესტინელი უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდია. სამოდელო კარიერა 2 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Guess-ის თანადამფუძნებელმა და ოჯახის მეგობარმა პოლ მარჩიანომ აღმოაჩინა.